#49696568 · 13 Jan 2017, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2Bua
| QUOTE | თუ ბიძგვინეი დარჩა 2020-ში მაგრად ქაქში იქნება ქვეყანა.
|
პესიმიზმის ტალღაზე
რაც არ უნდა ვუძახოთ ბიძინას, მან სათავისოდ შექმნა იდეალური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია 3 ძირითად საყრდენზე: 1. მას აქვს ბიუჯეტზე მეტი ფული, შესაბამისად ამ ფულით შეუძლია პატარა გაჭირვებულ ქვეყანაში მანიპულირება. 2. მას აქვს ადამიანების, როგორც დაჭერის, ასევე გამოშვების საშუალება, ესეც აძლებს მანიპულირების დიდ რესურს. 3. იგი ფორმალურად არ არის ხელისუფალი, არ აგებს პირადად პასუხს, ვერსაიდან ვერ გადააყენებ და მისი მმართველობაში ყოფნა შესაძლებელია ათასგვარი კომბინაციით.
2012-2016 წლებში მას ჰქონდა, მხოლოდ 2 პრობლემა, გამოკვეთილად ძლიერი და ორგანიზებული 1 ოპო პარტია და რ2. ამ პირობებშიც კი მას უკვე მომზადებული ჰყავდა რამოდენიმე პატარა ჯგუფი, ვინც საჭიროების შემთხვევაში მას შეუვსებდა მანდატების საჭირო რაოდენობას, ალასას პარტიის სახეების სახელისუფლებო პოსტებზე დანიშვნა ამისი ნათელი დადასტურებაა, რომ დაჭირვებოდა, მათაც დაუმატებდა 1%-ს და გადაალახინებდა ბარიერს, როგორც ეს პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში გააკეთა, მას თავისი ფულადი რესურსით ყოველთვის შეეძლება 30-35%-ის ყიდვა, ამიტომ მისი სისტემისთვის სისხორციელად აუცილებელია, რომ ოპო ფრთაზე არ არსებობდეს 1 ავტონომიურად ძლიერი პარტია (თუნდაც მისი კონტროლის ქვეშაც კი), მას სჭირდება ბევრი პატარა ჯგუფი, რომლებზეც ზემოთ აღნიშნული მანიპულირების საშუალებებით ადვილად მიაღწევს სასურველ მოძრაობებს. დღეს მან ეს ამოცანაც შეისრულა და ქვეყანაში მიიღო ის სასურველი კლიმატი, რაც მის მრავალწლიან სამოქალაქო პატრიარქობას სჭირდება, ამიტომ მე მისი არჩევნების დამარცხების შანსებს ვერ ვხედავ.
ერთადერთი საფრთხე რაც მას დარჩა, ეს რევოლუციაა, თუ იგი რ2-საც მოაგვარებს, ეს საფრთხეც განულდება და ბიძინას ბანანების რესპუბლიკა მიიღებს დასრულებულ სახეს.
კიდევ ბოდიში პესიმიზმისთვის, მაგრამ შორიდან მდგომარეობა ზუსტად ესე სჩანს
--------------------
სიგნაჩა იცვლება, ოცნება მთავრდება
|