სულ ახლახან, მეცნიერებმა დედამიწაზე სისოცხლის წარმოშობის ალტერნატიული ჰიპოთეზა წამოაყენს, რომლის მიხედვითაც, პროცესის დაწყება მხოლოდ რიბონუკლეინის მჟავას არ შეეძლო.
ამჟამად, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ წამყვანი თეორიაა ე. წ. „რნმ მსოფლიო“, რომლის მიხედვითაც, პროცესი 3,8 მილიარდი წლის წინ, პირველად სითხეებში დაიწყო; თავიდან გაჩნდა რიბონუკლეინის მჟავა, შემდეგ კი თანდათანობით შეიქმნა დნმ, რომლებმაც შემდეგ კომპლექსურად მიიღეს სიცოცხლის ფორმა.
თუმცა ამჟამად, კალიფორნიის სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ქიმიკოსებმა გამოავლინეს მტკიცებულება, რომ მხოლოდ რნმ-ს არ შეეძლო თანდათან შეექმნა დნმ. წამყვან მკვლევართა ჯგუფის მტკიცებით, ეს ორი მოლეკულა ერთსა და იმავე დროს ჩამოყალიბდა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მხოლოდ „რმნ მსოფლიოსი“ გჯერათ, პარალელურად აუცილებლად უნდა იწამოთ, რომ მასთან ერთად არსებობდა სხვა რაღაცაც, რაც მას განვითარებაში დაეხმარა. რატომ არ გინდათ იფიქროთ, რომ რნმ და დნმ ერთდროულად წარმოიშვა და ამის სანაცვლოდ გირჩევნიათ მხარი დაუჭიროთ რნმ-ს დნმ-დ გარდაქმნის იდეას, რასაც პერბიოტიკურ ეტაპზე რაღაც საოცარი ქიმიური პროცესები სჭირდებოდა?“, — ამბობს წამყვანი მკვლევარი რამანარაიანან კრიშნამურთი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან მსგავსი სტრუქტურა აქვთ, რნმ გარწკეულწილად დნმ-ს კიბეს წააგავს — იგი უფრო მყიფე და ნაკლებ მოქნილია ვიდრე დნმ, ამის გამოა, რომ ჩვენი გენების ფორმირების პროცესი დნმ-მა დაასრულა.
თუმცა, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, პირველად წარმოიქნმა რნმ; მრავალი მეცნიერის აზრით, ის იყო პირველი გამრავლებადი მოლეკულა დედამიწაზე.
„რნმ მსოფლიოს“ ჰიპოთეზის მიხედვით, რნმ თავისით შეგროვდა უძველესი დედამიწის ადუღებული, მოუსვენარი ნაწილაკებისგან, შემდეგ კი შეიერთა ამინომჟავენი, ცილები და ფერმენტები. თანდათანობით, ეს ფერმენტები რნმ-ს დნმ-ს წარმოქმნაში დაეხმარა, რამაც საბოლოოდ კომპლექსური სიცოცხლე წარმოქმნა.
რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი ამბის ძალიან მოკლე ისტორიაა. მრავალი მკვლევრის აზრით, ასევე უნდა ყოფილიყო შემთხვევები, როდესაც რნმ-ს ნუკლეოტიდები — რნმ-ს შემადგენელი მცირე ბლოკები — უნდა შერეოდა დნმ-ს წარმომქმნელ ხერხემალს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ე. წ. ქიმერა.
ეს ქიმერა გადამწყვეტი რგოლი უნდა ყოფილიყო რნმ-ს გადასასვლელად დნმ-ში. სწორედ ამ ნაბიჯის გარშემო ააგეს ქიმიკოსებმა ბოლო კვლევა.
თავიანთ კვლევაში, მათ გამოსცადეს ნამდვილად შეეძლო თუ არა რნმ-სა და დნმ-ს გაეზიარებინათ საერთო ხერხემალი. ქიმიკოსებმა ნახეს, რომ ორი მოლეკულის შერევის შემდეგ, ისინი საკმაოდ არასტაბილურნი გახდნენ.
კრიშნამურთის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ რნმ სამყაროში ეს ქიმერები უნდა მომკვდარიყვნენ უფრო სტაბილური მოლეკულის წარმოსაქმნელად.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამის დემონსტრირება მოხდა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ჯეკ შოსტაკმა ასევე მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ კარგავს ფუნქციას რნმ, როცა დნმ-ს ერევა.
დღეისათვის, როცა რნმ-ს ნუკლეოტიდები შემთხვევით უერთდება დნმ-ს, შეცდომის გამოსასწორებლად საქმეში დაუყოვნებლივ ერთვება ფერმენტები. 3,8 მილიარდი წლის წინ კი, რმნ-ს მსგავსი თვითგამოსწორების მექანიზმი არ უნდა ჰქონოდა.
„რმნ-ს დნმ-დ გარდაქმნა ადვილი არ იქნებოდა იმ მექანიზმის გარეშე, რომელიც მათ განცალკევებულად შეინახავდა“, — ამბობს კრიშნამურთი.
ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რნმ და დნმ ნამდვილად ერთსა და იმავე დროს წარმოიქმნა დედამიწის პირველად სითხეებში, პოტენციურად მსგავსი ინგრედიენტებისაგან, — ასკვნიან ქიმიკოსები Angewandte Chemie-ში.
ეს არ არის პირველი ჯგუფი, რომელიც ამ იდეაზე მუშაობს, თუმცა მათმა აღმოჩენებმა სიცოცხლის წარმოშობის ალტერნატიული ჰიპოთეზის გასაძლიერებლად ახალი მტკიცებულებები დადო.
თუკი მათი აღმოჩენები დამტკიცდა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ დნმ არ წარმოუქმნია რნმ-ს, არამედ ნიშნავს იმას, რომ დნმ-ს ევოლუცია მინიმუმ იმავე საწყის, პრიმიტიულ ეტაპზე მოხდა, უფრო ადრე, ვიდრე ვვარაუდობდით.
სამწუხაროდ, დროის მანქანის გარეშე, შეუძლებელია წარსულში დავბრუნდეთ და გავიგოთ სიცოცხლის წარმოშობის ზუსტი დეტალები, მაგრამ ამ პროცესის გამოაშკარავების ცდისას, უკეთესი შესაძლებლობები მოგვეცემა განვსაზღვროთ თუ სად შეგვიძლია ვეძებოთ სიცოცხლე სხვაგან, დნარჩენ სამყაროში.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
http://1tv.ge/ge/news/view/136918.htmlეს ერთი და ესაც მეორე და შეგიძლიათ იმარჩიელოთ ვინ არის ადამიანის წინაპარი
Новый предок человека найден в Эфиопии
http://www.nat-geo.ru/science/199791-nayde...edok-cheloveka/