ნაც. მოძრაობაში ყოველთვის შეიმჩნეოდა ორი ჯგუფი - პრადვინუტები და მიშისტები.
პრადვინუტებს შეადგენდნენ პარტიის ინტელექტუალი და ლიბერტარიანელი სახეები.
მიშისტებს კი ისინი, ვისთვისაც მიშა იყო მესია ("მიშა მაგარია"-ს სასტავი).
რატომ გაიხლიჩა ეს ორი ჯგუფი?
1. 2016 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაცები პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ
და ქუჩაში გასულიყვნენ. მას აყვა მიშისტების ნაწილი - მინაშვილი, წიკლაური და სხვები (რადიკალური პოზიცია).
უგულავა-ბოკერიას გუნდი კი თვლიდა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა აუცილებლად სჭირდებოდათ (რაციონალური პოზიცია).
სწორედ აქ გასაჯაროვდა პირველად პარტიაში არსებული დაპირისპირება და აზრები ორად გაიყო.
2. 2016 წლის არჩევნებზე ნაცებმა დაბალი შედეგი აჩვენეს და პრადვინუტები შეუდგნენ მარცხის ანალიზს.
ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტიას სააკაშვილის ლიდერობით მომავალი არ გააჩნდა.
მართალია, ნაცების დიდი ნაწილი მიშისტია, მაგრამ მათი რაოდენობა არ/ვერ არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად.
საზოგადოებაში კი სიძულვილი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი სწორედ სააკაშვილს ჰქონდა
და მისი ლიდერობა შეუძლებელს ხდიდა დამატებითი ხმების მოზიდვას.
სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი და ამის გამო დააყენეს თავმჯდომარის შეცვლის საკითხი.
3. მიშამ როცა ამ ყველაფრის შესახებ შეიტყო, გაბრაზდა და ტალახის სროლა დაიწყო.
სააკაშვილი ამბობდა, რომ ვინც მისი წინააღმდეგია, ყველა მოღალატე და ბიძინას მოსყიდულია.
ასევე აცხადებდა, რომ მის გარეშე ყველანი ნულები იყვნენ, რაც ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
ამ რიტორიკას აყვნენ მიშისტები და მათი მხრიდან წამოვიდა აგრესიის ნიაღვარი, რამაც გარდაუვალი გახადა პარტიის გაყოფა.
რა როლს თამაშობს ამ პროცესში ივანიშვილი?
ნაცების გაყოფა გამოიწვია პარტიაში არსებულმა შიდა დაპირისპირებამ და ივანიშვილი აქ არაფერ შუაშია,
თუმცა ცხადია ოცნებას ეს ყველაფერი აწყობს, იმ მხრივ, რომ ნაცების ელექტორატიც გაიყოფა.
ვინაიდან ეს პროცესი ოცნებას აწყობს, ისინი სავარაუდოდ გარეთ დატოვებენ უგულავას, რათა უგულავა-ბოკერიას ჯგუფი გაძლიერდეს.
მაგრამ აქ მეორე საკითხიცაა... მართალია ნაცების ამომრჩევლები ორად გაიყოფიან, მაგრამ არსებობს იმის ალბათობაც,
რომ მათ მიშას ჩამოცილების შემდეგ გადაუწყვეტელი ხალხის ხმების მიზიდვა შეძლონ.
პოლიტიკური ჭადრაკია
This post has been edited by androabuladze on 13 Jan 2017, 19:49