#49703550 · 14 Jan 2017, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი აღთქმა რომ შეიმეცნო --- ძველი აღთქმა უნდა უწყოდე შესაქმიდან მოყოლებული და კიდევ სხვა მოძღვრებანი-იდეოლოგიები წარმართულის წინარეთა ჩათვლით.
ამაზ გულისხმობს შესაქმის ცნება არსებაზე, რომელიც უკვე არის მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.
ადამიანი ბიბლიის შესაქმის მიხედვით არის შექმნილი სულად ცხოველად და პირველ თავში მოხსენიებული ღვთის სახედ და ხატად ქმნილი ღვთისშვილები არ არიან ადამ -იანნი, რადგან დედაკაცად და მამაკაცად ჰქმნა იგინი, ანუ მრავალნი თავის მსგავსნი.
ისიც მკაფიოდაა აღნიშნული, რომ დაინახეს რა ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები --- დაიწყეს მათი ცოლებად მოყვანა, რომელნიც მათ შვილებს უშობდნენ. ასე მოხდა სულად ცხოველად ქმნილ ადამიანებში ღვთისშვილთა მიერ ღვთის სულის გარდასვლა და ადამიანში შეერწყა ერთმანეთს ქვეყნიურ-მიწიერი ღვთაებრივს. მატერიალურ წარმავალ-ცვლადს მარადიული სულიერება. სიცოცხლის ხის ნაყოფთან ზიარებით იგი აღწევდა საუკუნო ცხონება-არსებობას, რაც ,,აღიკვეთა" ადამიანთა მოდგმის საამისოდ მომზადებამდე, რაც აღსრულდა მაცხოვარის მოვლინებით, რომელმაც გვაუწყა ჭეშმარიტი თორა, იგივ აღთქმა და ამდენად ამხილა ყველა ის ფარისეველ-მწიგნობარნი, რმლებმაც სატანის, იგივ მამინაცვლის კარნახით დაშიფრეს და შეცვალეს ძველი აღთქმის, იგივ თორას ის მცნებები, რომელთა შეცვლაც მოახერხეს, რამეთუ ცრუს და არაჭეშმარიტის კარნახით მოქმედებდნენ.
ცნობიერისთვის იოლი მისახვედრია, რომ იესოს მამა და მისი მდევნელ-ჯვართამცმელების მამა სხვადასხვანი არიან და თავად ქრისტემ უწოდა მას მამინაცვალი, რომელიც დასაბამიდანვე კაცისმკვლელია და არაა ღვთისქმნილება. დასაბამი ნიშნავს ნათლით განყოფილ უსასრულო კოსმიურ წყვდიადში სამყაროს შექმნას სიცოცხლითურთ. სიკვდილის და არაარსებობის კოსმოსში ,,სიტყვით და ნათლით" იქმნება ცოცხალი სამყარო. რა არის აქ გაუგებარი?
,,განა თვით უმშვენიერესი ქალწული გაურბის მშობიარობის ტკივილებს და არ აჩენს შვილს?"
ნათლის შექმნა უსასრულო კოსმიურ უმატერიო წყვდიადში და დიდი აფეთქების თეორია ნათელი წერტილიდან სამყაროს შექმნისა --- რითი განსხვავდება პროცესუალურად? იდეა-სიტყვა ბგერით და ნათელი ფერებით მატერიის-სამყაროს შექმნა ,,აფეთქებების" მართვადი სინთეზით რა წინააღმდეგობაშია აფეთქება-გაფართოების თეორიასთან და მატერიის შექმნასთან, ან სულაც სხვა სივრციდან მატერიის ტრანსპორტირება კოსმოსში ,, ხვრელებით"?
უსიკვდილოდ არ ფასობს სიცოცხლე? რაში ადგება ღმერთს სატანა? უსატნოდ მოსაწყენია არსებობა? წმინდა, უმანკო და ღვთაებრივად მშვენიერი, ულამაზესი ბავშვი უსატნოდ კარგავს ამ თვისებებს? და რაი არს დასაბამიერი ცოდვა? იქნებ ცოდვის არცოდნაა იგი... უცოდველმა პირველმა საიდან უნდა უწყოდეს ცოდვილობა, თუ მის დაბადებამდე არ იყო ბოროტება? ბოროტება უღმერთოდაც არსებობს, როგორც ბნელი უნათლოდ.
This post has been edited by triumpi on 14 Jan 2017, 21:37
|