ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობას სასულიერო პირები აპროტესტებენ.
აღნიშნულ თემაზე სასულიერო პირები ქუთაისის მერსაც შეხვდნენ. მათი განცხადებით, ცენტრალურ მოედანზე სწრაფი კვების რესტორანი არ უნდა აშენდეს, რადგან ტერიტორია ტაძრის ასაშენებლად იყო განკუთვნილი.
"ის ტერიტორია, რომელიც კიბის ზემოთაა, არის ეკონომიკის სამინისტროს და მღვდლებმა მოითხოვეს მერიისგან შუამდგომლობა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მათ გადმოსცეს ტერიტორია. ასევე, კიბე იყოს საერთო სარგებლობის,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
სასულიერო პირები 15 იანვარს, ადგილზე მრევლთან ერთად შეკრებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა ამ დროისათვის შეჩერებულია, რადგან საკითხს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განიხილავენ.
http://topnews.com.ge/news/10593გუმბათოვანი აშენდეს
ბურგერები სებისკვერბურგერად გადაკეთდეს
ხოოოდა მოგვარდება საკითხი