ზვიად ციკოლია: 5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში, 2.5 მომეცით და ხალხს დავასაქმებ
ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია აეროსმიტის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში. 2.5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს.
ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ",-წერს ზვიად ციკოლია.
ცნობისათვის, საინფორმაციო სააგენტო on.ge-ს ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ბლექ სი არენაზე, 2017 წლის 20 მაისს, Aerosmith-ის კონცერტის გამართვა საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება. თანხიდან 5 მილიონი ჰონორარია, დარჩენილი 500 ათასი ლარი კი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა.ხელშეკრულების გაფორმება ჯგუფ Aerosmith-ის პროვაიდერ სააგენტოსთან, International Talent Booking-თან გამარტივებული წესით იგეგმება.
http://m.ipress.ge/new/57930-zviad-cikolia...lkhs-davasaqmeb
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa