ჩემი პრალელური რეალობებში მოგზაურობის უნარით ეგ რეალობაც მოვლილი მაქვს.

იმ რეალობაში სულ ერთი დღე დავყავი და ძირითადში ქართული საინფორმაცია სატელევიზიო არხის ცნობის ფურცელის.ყურებაში გავატარე.
იმ დღეს საინფორმაცია გადმოცემა ასე 10 საათზე სამეფო დისნასტიაში მიმდინარე უპრეცედენტო პროგრესული მოვლენის პრინცი დავითის მიერ ტოპ მოდელ მარიამ კოჭლამაზიშვილის დანიშვნის გარშემო მსჯელობას ეხებოდა. ულამაზესი პრინცი და მარიამი საოცარი წყვილი გახლდათ შესახედად, პარალურად აღნიშნავდნენ რომ პრინცი არა მარტო დიდი განათლებით გამოირჩევა არამედ ქველმოქმედებითაც არის ცნობილი, განსაკუთრებით აფრიკაში გაჭირვებული ბავშვების დახმარებით, ხოლო მარიამი მათემატიკის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი გახლავთ მის მსოფლიოს გამარჯვებასთან ერთად. მეფე გიორგი მეთექსვმეტე და დედოფალი ნინო უაღრესად ბედნიერები არიან შვილის ასეთი ღირსეული არჩევანისა.
ამ გადაცემას გაშტერებული შევყურებდი, ცალსახად ბაგრატიონების დინასტია ისევ ადგილზე გახლდათ საქართველოში.
ამის შემდეგ პოლიტიკური სიახლეებში სოციალ დემოკრატების გამარჯვების შანსზე იმსჯელეს შემდეგ არჩევნებში, რომელიც მაღალი გახლდათ მიუხედავად იმისა რომ მიმდინარე კონსერვატიულ მთავრობას კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა . ინფლაციის მაჩვენებლის სიმცე და 4 პროცენტიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მერე თბილისის ბირჟის ინდექსის მაჩვენებლებიც გადმოსცეს... სხვადასხვა აქციებზე ფასები ისევ თბილისის ბირჟაზე... ფირმები არ მეცნო, არაფერი ასეთი არ არსებობს მიმდინარე თქვენს რეალობაში.
მერე საერთაშორისო პოლიტკა გადმოსცეს რომელიც იმ წლის ჩვენი საერთაშორისოსგან არაფრით განსხვავდებოდა...
საინფორმაციომ გააგრძელა ბაქოში ტარდება მენავთობეთა ტექნოლოგური კონგრესი სადაც განიხილება მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვის მცდელობა ამ პროდუქტების მოხმარებისას,
ასევე საინფორმაციოში აღნიშნეს როგორც სიახლე რომ საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგის ოცდაათში, განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აღდგენილი იყალთოს და გელათის აკადემიები. რადგან საქართველოს უნივერსიტეტებმა მონაცემები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიუმჯებესეს პირველი ქართველი ნობელიანტის ფიზიკის დარგში დავით ჩარგაზიას განათლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ...
ბოლოში კი სპორტის სექციაში იყო სოჭში ჩატარებული შიდაქართული ფეხბურთის ლიგის მატჩის შედეგები, რომელშიც ფოთის " მერცხალმა' გაიმარჯვა სოჭის "დილაზე". და ბათუმში შემდეგი მატჩიც დაანონსეს ბათუმელებსა და ბაქოელებს შორის...
This post has been edited by sulo on 17 Oct 2022, 00:20