აუცილებლობაზე არაფერი მითხქვამს, კაცო?
"რატომ არის ეგრე" იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლობით არის გამოწვეული?

ოდესღაც სოფლების განაშენიანება ასეთი იყო:
შუაში იყო ცენტრი, მოედანი თავშეყრისა და დღესასწაულებისთვის. ამ მოედანს სამოსახლოები იყო შემომწკრივებული. ანუ იმავე პრინციპით, შუაცეცხლს რომ შემოუსხდება ხალხი. ყველა ამ სამოსახლოში იყო საოჯახო სასაფლაო და ეს სასაფლაობი ერთ სასარფლაოს ქმნიდა, საბოლოო ჯამში. ამ საოჯახო სასაფლაოებს ერქვა ოხვამე, სადაც დასაფლავების გარდა, ტარდებოდა რიტუალები და მსგავსები და იქ იდგა გარკვეული ნაგებობები, თუმცა ნაგებობებში არავინ ასაფლავედა, არამედ ღია, ცის ქვეშ.
მერე, როდესაც გვარები ერთნამეთს შეერია სოფლებში და განაშენიანებაც შეიცვალა, ეს საოჯახო სასაფლაოები ვეღარ ერთიანდებოდა და გაერთიანებას არც ჰქონდა აზრი იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, საგვარეულო სასაფლაო აღარ გამოდიოდა. მაგ დროს უკვე ინდივიდუალურად აკეთებდნენ სამოსახლოებში საოჯახო სასაფლაო-ოხვამეებს. მოგვიანებით იმ შენობა ნაგებობებში, რომელიც ასეთ სასაფლაოებზე იდგა, დაიწყეს დასაფლავება და შემობა იქცა ერთგვარ აკლდამად

ამავე პერიოდიდან, ანუ სხვადასხვა წარმომავლობის და გვარის ხალხთა სოფლებში შერევის დროიდან იწყება სასაფლაოების სოფლის გარეთ გატანა.
ჰოდა, ასეთ სოფლისგარე სასაფლაო ადგილების გადახურვა და ლამის შენობების აშენება არის იმ ძველი ტრადიციული ოხვამეების და მერე აკლდამების გადმონაშთი.
This post has been edited by Shurige on 18 Jan 2017, 19:37