#49762873 · 22 Jan 2017, 22:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
UMTS კი კაია ელექტრო ველო. მძიმეც არაა, ჩვეულებრივი რკინის რამიანი ველოსიპედის წონაა. 19კგ დაახლოებით როგორც ვიცი. სამსახურში სასიარულოდ თუ გინდა, ელექტრო გირჩევნია, თუმცა სამსახურსაც გააჩნია. სადაც დრესკოდის მოთხოვნა არაა რა პრობლემაა მცირე გაოფლიანება. დღეს მაგალითად სანზონიდან რუსთაველზე გავედი და გამოვედი და საერთოდ ვერ გავოფლიანდი, ოღონდ ზაფხულში ასე არ იქნება. ვარკეთილი - ვაჟა ფშაველა არ უნდა იყოს პრობლემა დამწყებისთვისაც კი.
აქ ისე წერენ რომ ყველაფრის ხალისს დაგიკარგავენ, სინამდვილეში თბილისის პირობებში გადაადგილება არაა ასეთი რთული. რამდენი კილომეტრის სიარული შეიძლება ასე ვერ გეტყვი, უფრო მარშუტს გააჩნია, მე მაგალითად 100ც მივლია მთელი დღის განმავლობაში,ჩემი შესაძლებლობების დასატესტად არა, მისასვლელი ვიყავი ბევრ ადგილას და ამიტომ. სხვებს მეტიც.
|