ხუხაშვილი: კალაძეს გაუჩნდა ილუზია, რომ მას შეეძლო თანაბრად ელაპარაკა „გაზპრომთან“„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა. ხუხაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს გაუჩნდა ილუზია, რომ შეეძლო თანაბრად ელაპარაკა „გაზპრომთან“.
„რაც შეეხება „გაზპრომის“ ხელშეკრულებას, მე აქ პოლიტიკურ რისკებს ამ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, მონეტიზაციასთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, ჩვენ ვიზარალეთ ეკონომიკურად, ეს არის პრობლემა. კალაძეს გაუჩნდა ილუზია, რომ მას შეეძლო თანაბრად ელაპარაკა „გაზპრომთან“, იქ წააგო, როდესაც დაჯდა მოლაპარაკებაზე. არ უნდა დამჯდარიყო, წლიდან წლამდე გადადიოდა ეს საკითხი, ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობდა, ასე გაგრძელდებოდა დარწმუნებულ ვარ“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
http://news.ge/ge/news/story/207696-khukha...raka-gazpromtan
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo