| #49745289 · 20 Jan 2017, 14:41  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  ინაველჩვენ, ანუ უმრავლესობას ცხოვრების წეს-რიგს  უწესებს რჩეული უმცირესობა და ამდენად არაა გასაკვირი,
 რომ უმცირესობა ვერაგულად იცავდეს უმცირესობების უფლებებს და გავლენებს, თუნდაც ეს უმცირესობანი მკვეთრად და უხეშად ლახავდნენ უმრავლესობის სრულიად ბუნებრივ და კანონიერ ინტერესებს და მოთხოვნებს. ამგვარად იქმნება საფუძვლები ძალადობისათვის, რისი გამომწვევ მიზეზთა შორის --- რჩეული უმცირესობის მიერ უმრავლესობისაგან მინიჭებული ნდობის ბოროტად გამოყენებაა, რასაც მოწმობს დე ფაქტო უმცირესობის მიერ უმრავლესობის სახელით მოქმედებანი.
 შემდგარ ფაქტად დგება ძალაუფლების მონოპოლიზირება და ბოროტად გამოყენება ამავე უმცირესობის მიერ შედგენილ-დამტკიცებული ურთიერთგამომრიცხავი და ფრიად არასრულყოფილი კანონების სიმრავლე, რომელთა პლაგიატური ვინაობანი და უმართებულო მორგებანი სახელმწიფო მართვის სიტემაზე ქმნის  კანონებით მანიპულაციების დიდ სპექტრს.
 ამდაგვარ სქემებში ხშირია დაბნეულობა და გაურკვევლობა თვით მსახიობებში და პარტერში მითუმეტეს...
 ეს აბსურდის თეატრი არაა უპატრონო და მას ჰყავს მთავარი რეჟისორ-დამდგმელი ექსპერიმენტატორი და იერარქიულ ბოს-პროგრამისტები და დამკვეთები.
 ასე იგება პირამიდული იერარქია, რომლის წვერიდან მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ პირამიდა შეთქმულების თეორიაა და იგი რეალურად არ  არსებობს, მიუხედავად მისი არსებობის უამრავი ფაქტ-მტკიცებულებებისა.
 
 
 
 მშვენიერი და ფრიად საჭირო თემაა სიცრუის პირამიდების გასაცნობიერებლად, თუ როგორია უკუღმართულად ამოტრიალებული პირამიდა რეალობაში თავიანთი იერარქიული მონაწილეებითურთ.
 |