pekineliაუ ძაან ბლა ბლას აწვები ეხლა არ გეწყინოს
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას მაინც გადახედე
მაგდას არც დაესიზმრება ისეთი ლიბერალის დაწერილია ეს დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
საქართველოს ეროვნული ინტერესები
13.დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები
10. დემოგრაფიული გამოწვევები
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
16. დემოგრაფიული პოლიტიკა
13. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების წახალისება და მათი შემდგომი რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია. დემოგრაფიულ უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ გრძელვადიან ზრდასთან.
არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სისტემატური დევნა ეთნიკურ ნიადაგზე და დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნურად შეცვლის ცდები. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნურად და უკანონოდ შეცვლის ცდები იქ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჩასახლებით და მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნით. """
ეს ამონარიდები არის მხოლოდ იმ ნაწილში რაც განსაჯაროებულია, რაც დახურულია კიდე სამი ამდენი თავია

დემოგრაფია, მით უმეტეს არსებულ გეოპოლიტიკურ თუ გეოგრაფიულ ჭრილში, ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევაა ჩვენი ახალგაზრდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და არავითარი შეხება მსოფლიოში ჭარბმოსახლეობის პრობლემასთან არ აქვს
This post has been edited by guriaaa on 19 Jan 2017, 15:46