#62187216 · 23 Jul 2025, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
360 ათასი დოლარი ლობისტური საქმიანობისთვის! შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპანია ნელსონ მალინსი დაიქირავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან.
ასევე, დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პარტია ოთხი ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ფარა-ს დოკუმენტების მიხედვითვე, ამ კომპანიიდან შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. ნელსონ მალინსისთან გაფორმებულ ექვსთვიან ხელშეკრულებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.
360 ათასი აშშ $ თითქმის ნახევარი მილიონი ლარია საიდან აქვს ამხელა თანხა პარტია ნაციონალურ მოძრაობას ? პეტრე ცისკარიშვილმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა ? თუ საკუთარი ბინები გაყიდეს ნაცებმა და იქიდან აქვთ ეგ ფული ? საიდან აქვს ოპოზიციურ პარტიას ამხელა მაყუთი $$$ ? და ეგენი თავს დებენ პატიოსნებაზე ? This post has been edited by Win777 on 23 Jul 2025, 01:54
|