#49800224 · 27 Jan 2017, 18:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dark_Angell
გეტყვი რაც ვიცი.
ძალიან დიდი განსხვავებაა მდინარის და ტბის კალმახს შორის.
მდინარისას სულ სხვა გემო აქვს.
ასევე გასათვალისწინებელია მათი ზომა.
25-დან 30-ათ სანტიმეტრამდე რომლებიც არიან, ეგენი არიან ყველაზე გემრიელი თუ შეწვავ, არავითარი ფქვილი.
მოუბრაწავ ორივე მხარეს თავახდილ ტაფაზე მცენარეულ ზეთში, შემდეგ მოაყრი რგოლებად დაჭრილ წითელ ხახვს და დაახურებ თავსახურს. მანამდე თევზი უნდა გქონდეს მარინადში.
მაგათზე დიდებს, მნიშვნელობა არა აქვს, ტბაში ცხოვრობენ თუ მდინარეში, ასცდებიან თუ არა 35 სმ-ს, ხორცი უვარდისფრდებათ. არ უწითლდებათ!!!! / ამაზე მომავალში დავწერ, თუ რატომ არის მლაშე წყალში ნამყოფი სალმონოიდის ხორცი წითელი./
მაგ ზომის თევზებს არ ვწვავ და არც ვხარშავ. შებოლილი გამოდის უმაღლესი ხარისხის.
ხოლო 50სმ-ზე მეტი თუ არიან, შებოლვა და სათალი.
სათალი გამოდის როგორც თაფლი.
აქვე, ეს თემა იმიტომ გავხსენი, მეთქი ვინმე დაინტერესდება და გააშუქებდნენ საჯაროდ, მაგრამ ვუყურებ და უარესი პრობლემები აქვს ქვეყანას, რომლებიც ფეხებზე ჰკიდია ყველას.
This post has been edited by elchi on 27 Jan 2017, 18:09
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|