https://on.ge/story/7163-%E1%83%92%E1%83%90...%83%AE%E1%83%98გახდება თუ არა სუფრის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - სააგენტოს პასუხი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის, მაკა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული სუფრის ტრადიციისა და კულტურის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ გაზეთი რეზონანსი წერს.
სააგენტოს წარმომადგენელი On.ge-სთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული სუფრა, ჯერჯერობით, ოფიციალურად განსახილველად არ შესულა სააგენტოში და მიმდინარეობს მასზე მუშაობა:
"კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის, რომ მომდევნო ეტაპი ქართული სუფრა იქნება. შემდეგი ის ელემენტი იქნება, რომელიც მიაჩნია ქართველ ერს საკუთარ იდენტობად. სუფრაზე ექსპერტების გარკვეული ჯგუფი მუშაობს, მათ ჩვენი სააგენტოს, მათ შორის ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. "სუფრის" იდეამ უკვე გაიარა გარკვეული კონსულტაციები და ველოდებით, როცა დაასრულებენ მუშაობას, შემოიტანონ ბარათი განსახილველად".
სააგენტოს ცნობით, რომელიმე ნიმუშის განსახილველად შეტანა შეუძლია საინიციატივო ჯგუფს, თემს, ოჯახს და ზოგიერთ შემთხვევაში ინდივიდსაც, გარკვეული ფორმით, ანუ სააღრიცხვო ბარათით, რომელსაც განიხილავს შემდეგ ექსპერტთა საბჭო.
მაკა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, სუფრასთან ერთად განიხილონ ქართული მინანქარიც და ამის შემდეგ, გადაწყდება გაიტანენ თუ არა მას:
"ეს შეიძლება იყოს ქართული სუფრა ან სხვა. ამას გადაწყვეტს ექსპერტთა საბჭო და საზოგადოება. ამ წინადადებას განიხილავს მინისტრი და სააგენტოს გენერალური დირექტორი, საბჭოს რეკომენდაციით. შესაძლებელია იყოს სუფრა, თუმცა მე ამას არ გამოვრიცხავ, და ვერც დავადასტურებ".
24 იანვარს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა. ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.
როგორც მაკა თაქთაქიშვილი განმარტავს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია უფრო აღმატებულია და იგი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ეს ელემენტი აღიარებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, როგორც საკუთარი იდენტობის ნაწილი.
დღეისათვის აღნიშნული კატეგორია მინიჭებული აქვს: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, დედა-ენას, როგორც სწავლების მეთოდს, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და ქართულ ჭიდაობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელმძღვანელობს 2003 წლის იუნესკოს კონვენციით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. საქართველო ამ კონვენციას 2008 წლის დასაწყისში შეუერთდა, რითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აღრიცხოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები საქართველოში. "
ამ თემას დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2001 წლიდან დაწყებული ცდილობენ ხალხს ჩააგონონ, რომ ქართული სუფრის ტრადიცია რუსებისგან არის გადაღებული მე-19 საუკუნეში და არასაჭირო , დრომოჭმული ტრადიციაა:
1. ჯერ იყო ლევან ბრეგაძის სტატია , რასაც მოჰყვა დისკუსია "არილში"
2. შემდეგ კრებული "ქართული სუფრა დემოკრატიის პირისპირ"
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...5633fe87b927e.53. რუსებისგან სუფრის ტრადიციის გადაღების თემა უცხოელებმაც აიტაცეს და უკვე 2 წიგნი და ერთი კრებულია გამოშვებული, სადაც ამას ამტკიცებენ,
1. Florian Mühlfried Postsowjetische Feiern – Das Georgische Bankett im Wandel. 2006
2. The Semiotics of Drinks and Drinking by Paul Manning. New York: Continuum, 2012. 245 pp
3.
http://abimperio.net/cgi-bin/aishow.pl?idl...hown&idnumb=120 (ბოლო კრებული რუსების მიერაა გამოშვებული)
ზოგი უცხოელი უკვე იმას ამტკიცებს, მე-19 საუკუნემდე ქართული სუფრა ღრეობას წარმოადგენდა, კულტურა კი რუსებმა და სტალინმა შემოიტანა ( The Semiotics of Drinks and Drinking by Paul Manning. New York: Continuum, 2012. 245 pp)
This post has been edited by bochormeli on 26 Jan 2017, 09:56