#50221428 · 24 Mar 2017, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ მეტად მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით ჩნდებიან კითხვები
1)) სუფრა ჰოო, მაგრამ არის საჭმელების ჩამონათვალი ?
2)) ოლივიე და პიცა რომ იყოს სუფრაზე აღარ იქნება ქართული კულტურული ძეგლი თუ უკვე მულტი-კულტურული გახდება ?
3)) თამადებად მხოლოდ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან, თუ რაიმე კურსები იქნება გასავლელი სპეც. დეპარტამენტში ?
4)) სუფრის და შესამაბისად სმის ბოლოსკენ გამაძღარი, ოფლიანი და სასმლის სულით აქოთებული კაცები რომ ერთმანეთს ლოშნიან და ცრუ სიყვარულს ეფიცებიან ეგეც შევიდა ძეგლის სტატუტში თუ მაგაზე დასჯაა ?
5)) იმედია ახლა მაინც მოისპობა გენდერული დაყოფა სუფრაზე - კაცების თამადა, ქალების თამადა. თუ ეგეც ძეგლის სტატუსშია ?
6)) სადღეგრძელობის ჩამონათვალი თუ არის ?
7)) სუფრაზე მყოფი, ან შემოსწრებული თუ უარს განაცხადებს დალევაზე ის კულტურის შეურაცხმყოფ ბარბაროსად ჩაითვლება ?
8)) თუ სუფრის წევრი მხოლოდ სამარხო კერძებს შეექცევა მას როგორც წმინდანს ისე უნდა მოვეპყრათ ?
--------------------
Forza იტალია! იუვე! ფერარი! როსი! (მაკარონნიკი) ,,ყველა რუსი ვირუსია" საქართველოს გადაარჩენს ოვალი < Tu Vuo Fa L'Americano >
|