,,კრიჟანკი" სული ვერ მოიშორეთ პლანაქეშებმა...
მაშინ რაღატომ უნდა ვიყო მომხრე?

ტვინს ისეც არ ახმობს, რომ მაგდენს ვერ მიხვდეთ

ნარკო-ბუმის მიზეზი
ნარკოლოგთა აზრით, ნარკომანიის გავრცელების უმთავრესი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა: შეძენისა და მოხმარებისთვის ადამიანი ადრინდელთან შედარებით არცთუ მაინცდამაინც ბევრ დროსა და ფულს ხარჯავს. მეორე მიზეზი კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაციაა, რომელსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავს და ნარკოტიზაციის ეფექტს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდმა ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს ― ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.
რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, არ გახდება მათზე დამოკიდებული, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…
ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან.
რაშია საქმე
ნარკომანიის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის უდიდესი მნიშვნელობა იმდენად აშკარაა, მასზე ლაპარაკიც არ ღირს....ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ნარკომანია დანაშაულად ითვლებოდა. ამჟამად გარკვეულია: ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანსაც , ისევე როგორც ყველა სნეულს, მკურნალობა სჭირდება.
როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკებს
ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური. ბოლო ხანს მეტად პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი ნარკომანიით დაავადებულისთვის გარკვეული ხნის განმავლობაში საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერების – მეტადონის მიწოდებას გულისხმობს. თუ ადამიანს დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ გარემოში ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია.
რაც შეეხება დეტოქსიკაციის მეთოდს, ამ დროს ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება. დაიხსომეთ: მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების მხარდაჭერას. არ შეიძლება, ნარკომანიით დაავადებულს ეჩხუბო, შეურაცხყოფა მიაყენო, აიძულო, იმკურნალოს. ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლავთ, სასურველია, ოჯახის წევრებმაც გაიარონ. საზოგადოდ, ფსიქოთერაპიის მიზანი ის არის, რომ მკურნალობა მოტივირებული გახადოს.
ნარკომანიისგან განკურნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა სარეაბილიტაციო კურსია, რომელსაც, სულ მცირე, სამი თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დანერგილი არ გახლავთ.
დევიზი კი კვლავინდებურად უცვლელია: დაფიქრდი, ვიდრე ნარკოტიკს გემოს გაუსინჯავ და მის კლანჭებში მოხვდები, თორემ მერე გვიან იქნება!
This post has been edited by niniaa on 11 Feb 2017, 15:00