#49805531 · 28 Jan 2017, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
aladini
| QUOTE | | ყველა მანქანას აწერია მზის კაზიროგზე - თუ არასრულწლოვანი გიზით (იგულისხმება რომ დაბმულია), მგზავრის მხარეს აირბაგი უნდა გამორთოთო. |
სამწუხაროდ საქართველოში ყველას არ ყავს ისეთი მანქანა, რომელსაც აირბაგი სურვილის მიხედვით ეთიშება (ესეთები ალბათ მაქსიმუმ 5 პროცენტია). და რა ბევრი ინსტრუქცია და კანონი სჭირდება იმის გააზრებას, რომ ბავშვს ნიკაპი არ უნდა დაადებინო ტორპედოზე?! აი ამ ელემანტარულს რო ვერ ხვდებიან ეს მაგიჟებს ზუსტად.
და საერთოდ, ბევრი მაკრიტიკებს, მაგრამ კიდევ გავხსნი მსგავსი ხასიათის თემებს. ზოგი ირონიულად მწერს, რა გიკვირს პირველად ნახეო? ჰოდა ჩემო მეგობრებო პირველად რო არ მინახია და ხშირად რო ვხედავ ესეთ უმსგავსობებს იმიტომაც ვწერ. ჩემი მიზანია რომ იქნებ შეიგნოს ხალხმა, მასიურად მე ვერ გამოვასწორებ სიტუაციას, მაგრამ ამ თემის წაკითხვის შემდეგ ერთი მძღოლი მაინც თუ დაფიქრდება რა სისულელეს ვაკეთებდიო, ძალიან კარგი იქნება, ე.ი. ჩემი მიზანი მიღწეულია.
ქაოსი და განუკითხაობაა ჩვენს გზებზე. როდესმე უნდა ეშველოს ამ ყველაფერს და ბოლო-ბოლო უნდა დავემსგავსოთ ცივილიზებულ ერებს.
P.S. - დამწყები მძღოლი არ ვარ.მძღოლობის 29 წლიანი სტაჟი მაქვს და ეხლაც კი ახალ ნიუანსებს ვაფიქსირებ შიგდაშიგ. სწავლა სიბერემდეო ნათქვამია. ქორწილებშიც მიგონკავია (არავის არ ვუთმობდი), მთვრალიც ვმჯდარვარ საჭეზე, წითელზეც გამივლია და ავარიაც გამიკეთებია (საბედნიეროდ არასდროს არვინ არ დამიზიანებია) და ამ ყველაფრით კი არ ვამაყობ, პირიქით, ეხლა მრცხვენია რო მახსენდება. მერე და მერე მივხვდი თურმე რასაც მივირთმევდი. ასე, რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მადლობა ყველას ვინც აქტიურობთ ჩემს თემებში და იზიარებთ ჩემს პათოსს. უშეცდომო არავინ არაა. მთავარია შეგვეძლოს მათი დანახვა, აღიარება და სწორი დასკვნების გაკეთება.
This post has been edited by spider77 on 28 Jan 2017, 15:00
--------------------
ლუგანსკი ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა გრომით დაიბომბა
|