აქცია "რუსთავის აზოტის" ქარხანასთან ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობსამ წუთებში რუსთავის აზოტის ქარხანასთან 26 იანვარს გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ. კომპანიის ხელმძღვანელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერიდან გავრცელებულ შეთავაზებას, რომ 350 თანამშრომელს 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარიან კონპენსაციას გადაუხდიდა, გათავისუფლებულებმა დღევანდელი აქციით უპასუხეს.
საპროტესტო აქცია რუსთავის აზოტის ქარხანასთან ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქარხანაში შესვლა მოახერხა, თუმცა მათთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
შეჭრის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
აქციის მონაწილეები 350 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. აზოტის ქარხანასთან მისულები არიან სტუდენტები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც.
დაპირისპირება რუსთავში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრის გარდა, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა სცადეს. შენობიდან მათ გამოსაყვანად პოლიცია შევიდა, რა დროსაც, სტუდენტებსა და პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება.
http://rustavi2.com/ka/news/67130
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo