რუსული ჯარი უკრაინაში არ იბრძვის რეგულარულად, მხოლოდ ეპიზოდურად როცა ე.წ "მეამბოხეებს" გაუჭირდებათ. უკრაინა რუსეთს ომს თუ გამოუცხადებს მოუწევს რუსეთის full scale შეტევის მოგერიებას, რაც ბევრად უფრო დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული ვიდრე რამდენიმე ტაქტიკური ჯგუფის შემოსვლა.
ახლა კი ტაქტიკურ ჯგუფებს და ტექნიკურ დეტალებს რაც შეეხება.
რუსული ჯარი უკრაინაში პირველად 2014 წლის აგვისტოში შევიდა, როცა უკრაინის არმიამ მცირე ნაწილებად დაყო დონბასის ტერიტორია და დონეცკი თითქმის მოჭრა მომარაგებისგან, ქ.ილოვაისკის და მოსპინოს აღების შემთხვევაში ოპერატიული ალყა შეკრული იქნებოდა, რაც დაუშვებელი იყო რუსეთისთვის.
როსტოვის ოლქში სადესანტო დივიზიების ცალკეული პოლკების, მოტომსროლელი ბრიგადების და სატანკო ბრიგადების ბაზაზე სწრაფად შეიქმნა ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს და დილით უკვე ალყაში აქცევდნენ უკრაინელების დაჯგუფებას ილოვაისკში. ცალკე დაჯგუფება რომელიც დაახლოებით 5 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა ლუგანსკში შევიდა და უკრაინელებს აეროპორტ - ნოვოსვეტლოვკა - ლუტუგინოს სექტორში დაუპირისპირდა.
უკრაინის მხრიდან ბრძოლაში 30-ე მექანიზირებული, მე-80 ლვოვის აერომობილური და 1-ლი ცალკეული სატანკო ბრიგადები იღებდნენ მონაწილეობას.
რუსების მხრიდან მე-17 მოტომსროლელი, მე-18 მოტომსროლელი, ერთ-ერთი სადესანტო დივიზია (ზუსტი ნომერი სამწუხაროდ არ მახსოვს), სეპარატისტების ბატალიონი "Заря" და სხვა დაჯგუფებები.
შეიარაღებულები რუსული თანამედროვე მოდერნიზაციის Т-72Б3 ტანკებით (2013 წელი) და Т-90A ტანკებით!
Т-90А კოლონა მიემართება ნოვოსვეტლოვკისკენ :

იგივე Т-90А უკვე ლუგანსკის აეროპორტთან "შახტიორებთან" ერთად

უმძიმესი ბრძოლების შედეგად უკრაინელებს მოუწიათ ლუგანსკის აეროპორტის ჩაბარება
ნოვოსვეტლოვკაში კი გაანადგურეს პირველი რუსული ტექნიკა
მე-17 ბრიგადის თანამედროვე БТР-82А

ცალკე ბრძოლები დაიწყო სოფელ გეორგიევკის რაიონში, სადაც 30-ე მექანიზირებულ ბრიგადას და უკრაინელ მედესანტეებს რუსი მედესანტეები დაუპირისპირდნენ
შედეგად მოკლული იქნა 20მდე რუსი მედესანტე
განადგურდა რამდენიმე დესანტირებადი БМД-2. უკრაინელებმა ხელში ჩაიგდეს ერთი БМД-2 (მოდერნიზირებული თანაც ПЛ-1 პროჟექტორით).
როგორც ხედავთ საბორტე ნიშნები კარგად აქვს შენიღბული იდენტიფიკაციის გასართულებლად
თუმცა ინტერნეტის მომხმარებელს ვერაფერს დაუმალავ ^)

სამწუხაროდ რუსები ადვილად არ ნებდებიან
გეორგიევკაში დიდი დანაკარგის განცდის შემდეგ უკრაინელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი დააყარეს ლუტუგინოში შურისძიებისთვის
30-ე ბრიგადას მოხვდა რაც მოხვდა.
ბრიგადის კოლონის ნარჩენები

ამ ყველაფრის პარალელურად დონეცკის ოპერატიულ სექტორში ცალკე მიმდინარეობდა პიზდარეზი.
აქ ყველაფერი უფრო მასშტაბური იყო
რუსების დამრტყმელი დაჯგუფების მთავარი კოზირი მე-6 ცალკეული სატანკო ბრიგადის ბატალიონი იყო, რომელიც მოდერნიზირებული Т-72Б3 ტანკებით შევიდა ილოვაისკის რაიონში რუს მედესანტეებთან ერთად.
Т-72Б3 ტანკები ილოვაისკთან :

მიუხედავად იმისა რომ უკრაინელები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, დონეცკთან რუსებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკარგი მიაყენეს.
პირველი Т-72Б3 უკრაინელებმა ხელში მუშა მდგომარეობაში ჩაიგდეს და თვითონ იყენებდნენ


როგორც ხედავთ საკუთარი ტაქტიკური ნიშნებიც მიახატეს ტანკს.
ეს ტანკი უკრაინელების ხელში იბრძოდა სანამ ქვაბიდან გამოსვლა არ სცადეს. შემდგომში სეპარატისტები ჩაიგდებენ ხელში და ეგონებათ უკრაინული ტანკი, ტელევიზორშიც გაასაღებენ უკრაინელებისგან ნაალაფარ ევროპულ ტანკად

სეპარატისტებმა არ იციან "ტონკი" დეტალები საიდანაც შეგვიძლია ტანკის მოდელი დავადგინოთ, mhehe.
გავაგრძელოთ..
მეორე Т-72Б3 ტანკს ნაკლებად გაუმართლა.

ეკიპაჟისგან როგორც ხვდებით არაფერი არ დარჩა, როსტოვშიც ვერ დაასაფლავებდნენ.
მე-3 Т-72Б3 უკრაინელებმა დააზიანეს და პრიზის სახით ცოცხალი ეკიპაჟიც აიყვანეს.
ტანკი :

ეკიპაჟი :
სამწუხაროდ ალყიდან გასვლის დროს მოუწიათ ამ ტანკისტების დაბრუნება რუს გენერლებთან მოლაპარაკების შედეგად.
მე-6 ბრიგადა გაჩერებას არ აპირებდა და უკვე სტარობეშევოში ამჯერად Т-72БА ტანკს კარგავს :


ამ ყველაფრის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს რუსი მედესანტეები.
ისინი საკმაოდ ბევრნი იყვნენ უკრაინაში შესვლის წინ.

თუმცა რაოდენობა შემცირდა პირველი ჩასაფრების შემდეგ.
მედესანტეების კოლონა მოდერნიზირებული МТ-ЛБ6МА ჯავშანტრანსპორტიორებით ბუჩქებიდან გამომხტარმა ველურმა ხახოლებმა დაწვეს

უახლეს რუსულ "РАТНИК" ფორმაში ჩაცმული მედესანტეებისგან ბევრი არაფერი არ დარჩა
+18


შოუ ამით არ დამთავრებულა, რუსმა მედესანტეებმა ილოვაისკში კიდე რამდენიმე БМД-2 დაკარგეს


БТР-Д-ზე შემომჯდარი რუსი მედესანტეები საკუთარი განადგურებული ტექნიკის გავლით მიკატაობენ ილოვაისკისკენ

TL : DR
სამწუხაროდ მეტი რომ გავაგრძელო და რუსების ჩარევა 2015 წლის დებალცევოს ქვაბში ავღწერო, ძალიან ბევრი ტექსტი გამომივა და აქ არ დაეტევა.
უბრალოდ მინდა გითხრათ ყველას ვინც წერთ რომ უკრაინაში რუსული არმია არ ყოფილა
1. უვიცოები ხართ და ვერ ერკვევით ქრონოლოგიაში , ტექნიკაში, ვითარებაში
2.
უნამუსოები ხართყოველგვარი პატივისცემის გარეშე - ბიჭური. [/QUOTE]
This post has been edited by 4L3X on 3 Feb 2017, 20:15