მე მაპატიეთ მეგობრებო, ბანი მედო და ვერ ვპოსტავდი.
ახლა რა ხდება ფრონტზე.
უკრაინელებმა აიღეს რუსების საყრდენი პუნქტები "Алмаз-1" და "Алмаз-2" დონეცკ - გორლოვკის ტრასთან და იასინოვატაიას მთავარ ბლოკპოსტთან 29 იანვარს, მაგის მერე უკავიათ.
რუსების კონტრშეტევის მცდელობები იყო მაგრამ პოზიციები ვერ დაიბრუნეს.
ამ მომენტში უკრაინელები აკონტროლებენ, რუსები ისევ ცდილობენ რაღაცას მაგრამ მცირე მასშტაბით, იმდენად აქტიურად ვეღარ.
ბატალიონ "Восток"-ის სამი გვამი ერთ-ერთ ალმაზზე კვირაზე მეტი ეყარა, უკრაინელები ეხვეწებოდნენ მოდით და წაიღეთო მაგრამ არავინ არ გამოცხადდა სანამ პირდადად ხოდოკოვსკი არ ჩაერია. გუშინ უკრაინელებმა ყვითელი ავტობუსით ჩაუტანეს გვამები რუსებს.
საყრდენი პუნქტების განლაგების სქემა დონეცკ - გორლოვკის სტრატეგიულ ტრასაზე :

მარცხენა მხარეს 2 პუნქტი უკრაინელებმა აიღეს.
ერთ-ერთი საყრდენი პუქნტის ფოტო უპილოტოდან გადაღებული, რუსების გვამების ევაკუაციის პროცესში, წითლად მონიშნულია უკრაინელების ყვითელი ავტობუსი რომელმაც გვამები "ნეიტრალკაზე" გადაასვენა

დანაკარგებს რაც შეეხება
უკრაინელების და რუსების დანაკარგებმა მოკლულებში 20 მებრძოლს გადააჭარბეს ორივე მხრიდან
ასობით დაჭრილი
უკრაინელები თვითმფრინავებით გადაჰყავთ დნეპრის და ხარკოვის ჰოსპიტალებში.

This post has been edited by ბიჭური on 14 Feb 2017, 21:36