niktagvaბაბუაჩემი იტყვის ხოლმე, ღამე არ გავა, იქაურობა არ დამესიზმროსო.
ენგურსგამოღმელი ვარ და ვინც არის ჩემი მეზობლებიდან და ახლობლებიდან ნამყოფი დედაჩემის სახლში, ყველა მეუბნება, რა მაგრად იყოო მოწყობილი ბაბუაშენი...
სახლს რომ თავი დავანებოთ, ბოსელიც და ნალიაც რაღაცნაირად მაგრად ჰქონდაო გაკეთებული.

დიდი სახლი ააშენეს, მაგრად მოაწყვეს ეზო.
თხილი და მანდარინი ბლომად, თევზების აუზი...
კიდევ რამდენი რამე ჰქონდათ...
მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ასე წავიდოდა მათი საქმე.
ერთხელ, ომამდე რამდენიმე წლით ადრე, ბეტონს ასხამდნენ თურმე ეზოში და სტუმრები მოსულან.
ვიღაცა აფხაზი იყოო მათში და ხუმრობასავით თქვაო, კარგია, დაასხით ბეტონი, აფხაზებს დაგვრჩება, როცა იქნებაო.
ენგურსგაღმიდან არაფერი მოგიტანიათ, ყველაფერი აქ გაქვთ ნაშოვნი და აქ დარჩებაო.
სერიოზულად არ აღვიქვითო, ვიფიქრეთო, ამდენ ქართველს როგორ გაგვყრიან აფხაზებიო.
ხშირად ჰქონდაო ზოგიერთი აფხაზისგან მსგავს გამოხდომებს ადგილი, ბაბუაჩემი ამბობს ხოლმე.
მაგრამ მაინც ვერ აღვიქვამდითო რეალობას და მოსალოდნელ საფრთხეებს.
This post has been edited by ფორცხოლი on 30 Jan 2017, 15:28
. .