დევნილთა დაბრუნების საკითხს რაც შეეხება, რთული თემაა...
ერთია სურვილი
მეორეა რეალობა, რომელიც მწარეა...
რეგიონის ათასობით მკვიდრი ომის დროს დაიღუპა.
ომის შემდეგ კიდევ ბევრი გარდაიცვალა.
ახალ თაობებს რაც შეეხებათ, ყველა არ დაბრუნდება.
სადაც გაიზარდა, იქაურობას შეეჩვია უკვე ბევრი.
23-24 წელია, რაც სახლ-კარი დატოვა ხალხმა
საკმაოდ დიდი ნაწილი ასე თუ ისე შეგუებულია ახალ გარემოს.
კი, ბევრს უჭირს, მაგრამ ბევრმა უკვე ააწყო საქმე კარგად.
ბევრი კი საერთოდ საზღვარგარეთაა და იქაურ გარემოშია ინტეგრირებული.
მრავალი სახლი გადაიწვა ომის დროს.
ომის შემდეგ რამდენი იქნება დაშლილი, დამპალი და დანგრეული...
ამდენი წელი ადამიანის ხელი რომელ სახლსაც აკლია, გავერანდება, აბა რა მოუვა.
ცოტა თუ არის დღეს იქ ისეთი სახლი, საცხოვრებლად რომ იყოს ვარგისი.
სახლები ერთია და კიდევ რამდენი პრობლემაა...
ეკონომიკა მოშლილია რეგიონში.
მასიურად რომ დაბრუნდეს ხალხი, სად უნდა იმუშაონ?
რითი უნდა ირჩინონ თავი?
არ დახვდეთ სამსახურები, მანდარინის და თხილის პლანტაციები მოვლილი, ყანა გათოხნილი...
ან ინფრატრუქტურას რას ვუშვებით ასე უცებ?
ჯერ ჩვენთან არაა გზების პრობლემა ყველგან მოგვარებული, სიტყვაზე.
იქ კი საერთოდ გავერანებულია მთელი რიგი დასახლებები.
გარდა ამისა, ხომ საჭიროა სკოლები, ბაღები, ბანკები...
კიდევ რამდენი დაწესებულებაა საჭირო.
მოკლედ, საკმაოდ დიდი დრო, რესურსები და შრომაა საჭირო, რომ მიახლოებით მაინც შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რაც ომამდე იყო...
მაგრამ დაბრუნდეს რეგიონი და განვითარდეს თუნდაც ნელა.
This post has been edited by ფორცხოლი on 30 Jan 2017, 21:43