megre
Super Crazy Member +
      
ჯგუფი: Members
წერილები: 11736
წევრი No.: 22405
რეგისტრ.: 12-August 06
|
#49820335 · 30 Jan 2017, 15:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესოა სტატიაში მოყვანილ ფაქტების შესახებ რა აზრი აქვთ "პროდასავლეთელ" "ბობოლა ქოცობას", თუკი ასეთი არსებობს ბუნებაში.
სპეცოპერაცია "კოდორი-2007"-ის მონაწილეთა ნაწილი ციხეშია, ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი - გადაიბირეს
რა კავშირი აქვს რუსულ სპეცსამსახურებს ქირია-კუჭავასა და კოდორის საქმეებთან
]2016 წლის ყველაზე სკანდალური _ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ (პაატა) ქირიას მკვლელობისა და მედიამფლობელის ბიძინა კუჭავას (თვით)მკვლელობის საქმეები, შესაძლებელია, სრულიად დამაჯერებლად მონათლულიყო კლასიკურ სისხლის სამართლის ფაქტებად, რომ არა ის დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომელიც ამ საქმეებს წინ უძღვის. გონივრული ეჭვის საფუძველზე კი აბსოლუტურად ლოგიკურია საბოლოო დასკვნის თუ არა ჟურნალისტური ვერსიის გაანალიზება _ საქართველოში რუსული სპეცსამსახურები აქტიურად იბრძვიან და მათი ქმედების სისხლიანი კვალი არც ისე უჩინარია, როგორც ხელისუფლებასა და საზოგადოების ნაწილს ჰგონია.
ქირია-კუჭავას საქმის გამოძიების პარალელურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორის მკვლელობის მოტივის შესახებ არაერთი ვერსია ვრცელდება. პროკურატურას მალე მოუწევს უპასუხოს კითხვებზე: რა არის ქირიას მკვლელობის მოტივი _ ყოფითი პრობლემები თუ მისი სამსახურეობრივი საქმიანობა? არის თუ არა მისი მკვლელი მედიაჰოლდინგის ,,საქართველოს ხმა'' დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა და დაასრულა თუ არა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით? გამოძიება პირველივე დღიდან გვიმტკიცებს, რომ პროკურორ ქირიას მკვლელობა არ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმი ან საქმის თეთრი ძაფით შეკერვის მცდელობაა _ რატომაა გამორიცხული, ასეთ დიდ და რთულ რეგიონში მომუშავე პროკურორს სწორედ საქმიანობიდან გამომდინარე გაეჩინა მტერი და დაპირისპირებოდა ვინმეს? მით უმეტეს, პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქირიას, თავის დროზე, აფხაზეთის საქმეებიც ებარა, მათ შორის, ალბათ ისეთიც, როგორიცაა კოდორის სპეცოპერაცია...
ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, ,,კოდორი-2007'' უკვე არის საკმარისი იმისთვის, ქირიას დაუძინებელი მტრები ვეძებოთ და თანაც, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში. მითუმეტეს, მისი გაუჩინარების შემდეგ, მოვლენები სწორედაც რომ რუსული გრუ-ს ხელწერით განვითარდა. ქირია-კუჭავას საქმეში კი, ,,ოქროს მოწმეებად'' რუსეთის მოქალაქე პოპოვები საკმაოდ საეჭვოდ ფიგურირებენ და ისიც ბევრ კითხვას აჩენს, რომ ეს ბურუსითმოცული წყვილი, კუჭავას მკვლელობისა თუ თვითმკვლელობიდან მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიკითხა. ვერსია იმის შესახებ, რომ ქირიას მკვლელობასთან რუსულ მთავარ სადაზვერვო სამმართველოს კავშირი აქვს, საინფორმაციო სააგენტო ,,აქცენტმაც'' გაავრცელა _ უშიშროების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დავით პოპოვი რუსული ГРУ-ს (მთავარი სადაზვერვო სამმართველო) აგენტი იყო, ბიძინა კუჭავა კი – შუამავალი, რომელმაც პოპოვის დავალებით, ოთხი წლის წინ, საქმეში ვახტანგ ქირია ჩართო. ამ უკანასკნელის მიერ ქართულ-აფხაზურ კონტაქტებზე მოძიებული ინფორმაცია ГРУ-ს მიეწოდებოდა. ,,აქცენტის'' წყარო, მკვლელობის მოტივად ვალსაც გამორიცხავს, რადგან ,,ქირიას არასოდეს ჰქონდა ხელფასზე მეტი ფული, ამიტომ რაიმე ბიზნესშეხებაში ვერ იქნებოდა ვერც კუჭავასთან და ვერც ვინმე სხვასთან. ის, რომ ქირიას კუჭავას ვალი ჰქონდა და ამ უკანასკნელმა ამიტომ მოკლა, აბსურდია. ვალების გამო დღეს ასე არ კლავენ პროკურორებს და ესეც რომ არა, თუ ვალი მართლაც არსებობდა, იქნებოდა ძალიან უმნიშვნელო თანხა – არა ისეთი, რომლის გამოც შეიძლება, ადამიანი მოკლა''. უშიშროების მაღალჩინოსანი იმ ინფორმაციასაც აქარწყლებს, თითქოს ქირია-კუჭავებს ბოლო წუთამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ოჯახებითაც მეგობრობდნენ, ნათესავები ნამდვილად იყვნენ, მაგრამ ნათესაურ-ოჯახურ ვახშმებზეც კი ერთად არავის უნახავსო. დადიოდნენ თუ არა ერთმანეთთან ოჯახებში და ჰქონდათ თუ არა ურთიერთობა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს.
ქირია-კუჭავას საქმეში ,,საკვანძო დანიშნულება'' პოპოვების წყვილს აქვს. ამ ცოლ-ქმრის გამოჩენა ისეთივე საეჭვოა, როგორც შემდეგ მათი არდაკითხვა-დაკითხვა და ზოგადად, მოღვაწეობაც _ ,,აქცენტის'' წყაროს ინფორმაციით, პოპოვი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში, ბოლო დროს კი თბილისში ცხოვრობდა, თუმცა რუსეთში კვლავაც ხშირად დადიოდა. რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს არაოფიციალური თანამშრომელი იყო და ამ შემთხვევაში მისი ჯაშუშური საქმიანობა აფხაზეთს უკავშირდებოდა: ,,დავით პოპოვი დიდი ხანი, ძალიან კარგად იცნობდა ბიძინა კუჭავას. პოპოვისნაირი ხალხი საჭირო ნაცნობობას ყოველთვის პოულობს. წლების წინ კაზინოში გაიცნეს ერთმანეთი. არ ვიცი, მაშინ პოპოვს დაგეგმილი ჰქონდა ეს ნაცნობობა თუ არა, მაგრამ ისინი საქმიანად დამეგობრდნენ. პოპოვი ეძებდა ადამიანს, ვისაც ხელეწიფებოდა აფხაზეთის მაცხოვრებლებთან ურთიერთობა. ამისთვის პოპოვი კუჭავას, როგორც ჯაშუშს, დიდი ოდენობით ფულს გადაუხდიდა, ოღონდ საკავშირო ადამიანი უნდა ყოფილიყო არაცნობადი, არა დიდი პოსტის მქონე, შეუმჩნეველი ფიგურა. ეს ჯაშუშური ლოგიკაა. სწორედ ასეთი იყო ვახტანგ ქირიაც. მას ძალიან ბევრი კონტაქტი ჰქონდა, ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე მიუწვდებოდა ხელი. მოგეხსენებათ, ზუგდიდში ძალიან ბევრი აფხაზი გადმოდის, უბრალოდ, ეს ნაკლებად ხმაურდება. გახსოვთ ალბათ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ჯაშუშური ქსელი რომ ჩავარდა. ათამდე ქართველი ჯაშუშია დაჭერილი და გასამართლებული. ერთ-ერთი დავით ნარმანიას ბიძაშვილი ზურაბ თორაძე იყო. ეს ყველაფერი რუსების ხელით ხდება. ქირიას მკვლელობას რომ დავუბრუნდეთ, კუჭავას მისი მოკვლა დაევალა. სავარაუდოდ, ქირიამ ან არ შეასრულა პოპოვი-კუჭავას მორიგი დავალება, ან შეასრულა და თავიდან მოიცილეს, როგორც ინფორმაციის მატარებელი. რაც შეეხება კუჭავას გარდაცვალებას, მოიკლა მან თავი თუ მოკლეს – ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. გეგმის მიხედვით, კუჭავა პოპოვს რუსეთში უნდა გადაეყვანა, მაგრამ ვერ მოასწრეს. როგორც კი სამართალდამცავები კვალზე დაადგნენ, ან თვითონ გაისროლა, რადგან აზრი არ ჰქონდა _ დიდი ხნით ჩასვამდნენ, როგორც ქვეყნის მოღალატეს და ჯაშუშს, ან თავად რუსები მოკლავდნენ. არ გამოვრიცხავ, კუჭავა თავად პოპოვს მოეკლა''. როგორც უნდა ყოფილიყო, კუჭავას გვერდით პოპოვების გამოჩენა ძალიან საეჭვოა. ვის დაუკავშირდა ,,საქართველოს ხმის'' დამფუძნებელი მოსკოვში და რაღა მაინცდამაინც ამ წყვილს დაევალა ,,მკვლელის'' ქვეყნიდან გაყვანა? ვინ არის ის პიროვნება და რატომ არ დაკითხა იგი გამოძიებამ, როგორც თანამონაწილე (გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუჭავამ მას უთხრა, რომ კაცი შემოაკვდა და დახმარება სჭირდებოდა)? რატომ ან როგორ უნდა გაეყვანათ პოპოვებს კუჭავა საქართველოდან? საერთოდ, რა მიზნით ჩამოვიდნენ თავის დროზე საქართველოში პოპოვები, რატომ ცხოვრობდნენ თბილისში და რა საქმიანობას ეწევიან? რა პერიოდულობით ჩადიოდნენ მოსკოვში, ვისი მიწვევით და ვიზით, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რუსეთში ჩასვლა საკმაოდ რთული საქმეა? რატომ არ მოიაზრა გამოძიებამ ისინი თავიდანვე დანაშაულის (ქირიას მკვლელობის) თანამონაწილეებად, თუ კუჭავას წყვილი მანქანით დაატარებდა, პასუხიც უნდა ჰქონდეთ, როგორ აღმოჩნდა მისი მობილური რუსთავში და მანქანა თბილისში? რატომ გაუშვეს სამართალდამცავებმა თავიდან და რატომ არ დაკითხეს მაშინვე? რას ნიშნავს, გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება _ „პოპოვები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კუჭავას უბრალოდ ქალაქის დატოვებაში ეხმარებოდნენ. ჩვენებებში მათ თქვეს, რომ არ იცოდნენ, რომ საქმე ჰქონდათ მკვლელთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. თქვენ ნახეთ, რომ მათაც უდიდესი სტრესი მიიღეს, როდესაც საკუთარ მანქანაში ადამიანმა პრაქტიკულად, მათ თვალწინ ჩაიდინა თვითმკვლელობა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით“. რატომ არის გამოძიება დარწმუნებული, რომ მკვლელი არ შეიძლება იყოს ქალი, თუკი მამაკაცი აცხადებს, რომ იგი ამ დროს მანქანიდან იყო გადმოსული და ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა (თვით)მკვლელობის იარაღს, ქალბატონ პოპოვს დენთის კვალზე, სისხლის შხეფებზე და ა.შ. ეს და სხვა უპასუხო კითხვები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ გამოძიებამ იცის, ვინ არიან პოპოვები და ვიღაც გულმოდგინედ ცდილობს, გააუბრალოოს მათი როლი საქმეში. სწორედ ამის გამო ისმის კითხვა _ პროკურორის მკვლელობის გამოძიებას ხომ არ მივყავართ რუსულ კვალთან? რუსული კვალი და ხელწერა, ქირია-კუჭავას საქმეში, შეიძლება ითქვას, აშკარაა. მაგალითად, საინტერესო დეტალია, მკვლელობის იარაღი და მეთოდი _ როგორც ითქვა, ვახტანგ ქირიას ცეცხლსასროლი იარაღი კეფაში აქვს ნასროლი. ,,ვერსიის'' ინფორმაციით, პროკურორი, ე.წ. სპეციალური იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს, რომელსაც ხმა არ აქვს და რომელსაც, როგორც წესი, სპეცსამსახურები იყენებენ. სხვათა შორის, ასეთივე იარაღით მოკლეს 2009 წელს უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუაც, რასაც მისი შვილი ეკა ნინუა პრესასთან მიცემულ ინტერვიუშიც ადასტურებს. ასევე ამბობს, რომ მასაც ჭრილობა კეფაში ჰქონდა მიყენებული. მაშინ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნეს, მაგრამ ბალისტიკური ექსპერტიზით დაადგინეს, რომ მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა. ქირიას მკვლელობის შემდეგ კუჭავას სახელი ნინუას მკვლელობასაც დაუკავშირეს, სწორედ მკვლელობის ხელწერის გამო. მით უმეტეს, რომ ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობაში მხილებულ თამაზ გოგიას დანაშაული დღემდე არ უღიარებია. ხელწერა და იარაღიც იგივე იყო ვაკეში, აზარტული მოთამაშის, გოჩა მაღალდაძის მკვლელობაშიც. მაშინაც უიშვიათესი მასრა ამოიღეს. მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და, ლოგიკურად დაუკავშირდა კუჭავას სახელს, რომელსაც, ერთ-ერთი მოწმის თქმით, თავის დროზე, მაღალდაძემ კაზინოში 50 000 დოლარიც მოუგო. თუ კუჭავა მკვლელია, მას რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გარეშე, მსგავსი ტიპის იარაღი, ვერც ერთი ლოგიკით, ვერ ექნებოდა. კუჭავას ოჯახი და ადვოკატები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კუჭავას არც თავი მოუკლავს და არც ქირია და ორივე ერთი ადამიანის მიერაა მოკლული. არის თუ არა კუჭავა მკვლელი? კუჭავამ თავი მოიკლა თუ მოკლეს, მაგალითად, პოპოვმა, როგორც ამას ,,აქცენტის'' წყარო ვარაუდობს თუ საქმეში არის კიდევ ვიღაც მესამე? _ ამ კითხვებზე როგორი პასუხიც უნდა გაეცეს, გრუ-ს სქემას არც ერთი გამორიცხავს. თუ ,,აქცენტის'' წყარო მართალია, ქირია შეუსრულებული თუ შესრულებული მისიის გამო მოაკვლევინეს კუჭავას ან სხვა ვინმეს, შემდეგ კი, კუჭავაც მოიშორეს. ან არადა, კუჭავას მკვლელობითა თუ თვითმკვლელობით, გადაფარეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობა. ქირიას, კუჭავასა და გრუ-სთან კავშირი რომც არ ჰქონოდა, თუ მას კოდორის სპეცოპერაციის საქმე, მართლაც, ებარა, რაღაც ეტაპზე, ლოგიკურად გაუყენებდნენ იმ გზას, რომელსაც სპეცოპერაციის მონაწილე ბიჭები გაუყენეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი სპეცრაზმელის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მისი ,,საეჭვო გარემოებებში'' განადგურება'' რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს შესუსტების სცენარს ჰგავდა. ნაციონალებმა ისიც გაახმოვანეს, რომ რუსეთის მთავრობა წლების განმავლობაში, ითხოვდა ,,კოდორი 2007''-ის მონაწილე თათუხაშვილის დასჯას. და თათუხაშვილი არ იყო ერთადერთი _ რუსების მიზანი ყველა იმ ადამიანის დასჯა და საიქიოს გასტუმრება იყო, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ამით კრემლი ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერდა, სპეცოპერაციის დროს დაღუპული რუსი ოფიცრის გამო შურსაც იძიებდა და საქართველოსაც გაწმენდდა გულანთებული მებრძოლებისგან, რაც საბოლოოდ, ქვეყნის დასუსტებითა და რუსეთთან ,,დაძმობილებით'' დაგვირგვინდებოდა. ,,კოდორი 2007''-ის უკვე დასჯილი ბიჭების ფოტოები იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა საქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა, მოკლული შალვა თათუხაშვილის მამამ, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა. ამ შემთხვევების უმეტესობა, სწორედ მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას საოლქო პროკურატურის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. და რადგან ქირიას მკვლელობა ,,კოდორის საქმის'' გაგრძელება შეიძლება იყოს, ,,ვერსია'' საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული, ნაწამები თუ დახოცილი ბიჭების შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ეს ის ბიჭები არიან, ვისთვისაც სურდათ დაებრალებინათ, თითქოს 2007 წელს, კოდორში დაესხნენ თავს რუსების მშვიდობიან დივერსიულ ჯგუფს. ისინი დაიღუპნენ, მაგრამ სიცოცხლის ფასად არ გაყიდეს საქართველოს ინტერესები. დიმიტრი კორძაძე _ 2004-2007 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს, ზუგდიდის განსაკუთრებლ დავალებათა მე-2 სამმართველოს უფროსად. ,,აჭარის რევოლუციიდან'' 6 წლის თავზე, ბათუმში, მანქანაში ააფეთქეს. ალექსანდრე დანელია _ ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, შსს-ს სისტემაში, შინაგან ჯარებში, 2003-04 წლიდან მსახურობდა. 2005-2012 წლებში _ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) აფხაზეთის მთავარ სამმართველოში. გახლდათ ომის ვეტერანი. ხურჩის და სხვა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. სპეცოპერაცია ,,კოდორი-2007''-ის დროს ჰქონდა სახმისი ,,იუსტასი'', რომელიც შემდეგ შერჩა ზედმეტსახელად. 2012 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 4 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება ოფიცრების დაკავების შესახებ. 2013 წლის 20 ოქტომბერს, დაღუპვამდე რვა დღით ადრე, ალექსანდრე დანელიამ განაცხადა, რომ ის და სერგო უბილავა იყვნენ გატაცებულნი. 2013 წლის 24 ნოემბერს ალექსანდრე დანელია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ორი ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებულია ორი გასროლა და ტყვია, რომელმაც დანელიას სიკვდილი გამოიწვია, მარცხენა მკერდის მხრიდან გამოვიდა და მარცხენა ხელზეც მოხვდა. სერგო უბილავა _ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) აფხაზეთის მთავარ სამმართველოში მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსი სერგო ტარასის-ძე უბილავა 2003-04 წლიდან შსს-ს სისტემაში, შინაგან ჯარებში მსახურობდა. 2005-2012 წლებში _ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) აფხაზეთის მთავარ სამმართველოში. გახლავთ ომის ვეტერანი. ,,კოდორი-2007''-ის, ასევე ხურჩისა და სხვა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. 2012 წლის 13 ნოემბერს აფხაზეთის კუდის თანამშრომელი სერგო უბილავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 4 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება ოფიცრების დაკავების შესახებ. 2014 წლის თებერვლის დასაწყისიდან სერგო უბილავა ამუშავეს ,,კოდორი 2007''-ის სპეცოპერაციის თემაზე. ამ თემასთან დაკავშირებით, 25 თებერვალს ასევე გაიტაცეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, შალვა თათუხაშვილი, პარალელურად მიდიოდა მისი დამუშავებაც. ორივე სპეცრაზმელის დაკითხვას ესწრებოდა რუსეთის სპეცსამსახურების ორი წარმომადგენელი. დაკითხვები მიმდინარეობდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, მათ ჩვენება რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ არ მიუციათ. რამაც აიძულა სპეცსამსახურების წარმომადგენლები მედიკამენტოზურ ზემოქმედებაზე გადასულიყვნენ. რის შემდეგაც, მათ ნაწილობრივ მიიღეს სასურველი ჩვენებები, თუმცა მათი მთავარი თემა _ ,,კოდორი-2007'' ღიად დარჩა. მედიკამენტოზურ ზემოქმედებას ვერ გაუძლეს სპეცრაზმელებმა, 2014 წლის 17 მარტს ციხეში გარდაიცვალა უბილავა სერგო, სპეცრაზმელის და სპორტსმენის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი _ ციროზია. ზემოაღნიშნულ ფაქტს რომ არ დამატებოდა მეორე ,,ციროზიანი'', 22-დღიანი გატაცების შემდეგ, 18-ში გამთენიისას, მოაწყვეს ინსცენირება _ შალვა თათუხაშვილი მიიყვანეს და ათ წუთში ,,აიყვანეს'' ლილოს ღამის კლუბში. 2014 წლის 23 მარტს შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა. ივანე ივანიძე _ 1995 წლიდან შინაგან ჯარელი, სპეცრაზმელი. შალვა თათუხაშვილის პირადი მძღოლი 2006-07 წლებში, თათუხაშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ თვეში დაიღუპა. მისი გარდაცვალების ოფიციალური ვერსიაა ავტოკატასტროფა. ზვიად ლაგვილავა _ 2014 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში, დაცულ ტერიტორიაზე, აფეთქების შედეგად საკუთარ კაბინეტში დაიღუპა. ზვიად ლაგვილავა არის 2007 წლის კოდორის და ხურჩის სპეცოპერაციების მონაწილე. 2008 წელს ის ერთ ტერაქტს გადაურჩა წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. მომხდარი აფეთქების შედეგად ზვიად ლაგვილავა დაიჭრა, ხოლო წალენჯიხის გამგებელი გია მებონია გარდაიცვალა. 28 ოქტომბრის აფეთქებიდან ერთ საათში, გამოძიებამ გააკეთა განცხადება, რომ მაღალჩინოსანი დაიღუპა წყლის გამაცხელებელი მოწყობილობის გაუმართაობის გამო. იქვე გაიცა განკარგულება შენობის დემონტაჟზე. ოჯახის და თანამშრომლების ვერსიით კი, ზვიადი ჯერ მოკლეს, შემდეგ ააფეთქეს შენობა. მეორე დღესვე ოჯახმა გამოთქვა დამოუკიდებელი ექსპერტიზისა და გამოძიების ჩატარების სურვილი. ეჭვის საფუძველს იძლეოდა დაღუპვის გარემოებები და ასევე ის, რომ კაბინეტიდან დაიკარგა ზვიადის კუთვნილი სპეცტექნიკა. განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა შენობის დემონტაჟი. ოჯახი, მოთხოვნაზე მიეღოთ აღნიშნული სპეცტექნიკა, ასევე ვიდეოთვალიდან ამოეღოთ მასალა და სატელეფონო საუბრები, წააწყდა სასტიკ წინააღმდეგობას. ზვიადის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ოჯახის ორი წევრი _ მამა და ბებია. გრუ-ს ხელწერა მხოლოდ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება არაა. დაჭერილები არიან რომა შამათავა. ასევე სპეცრაზმელი ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში არეულობის დაწყებისთანავე წავიდა, მაგრამ 8 თვეში იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო, რადგან მისი ოცი წლის შვილი, სტუდენტი ლევან ლატარია დაიჭირეს _ როგორც ოჯახი ამტკიცებს, ნარკოტიკი ,,ჩაუდეს''. ლევანმა წინააღმდეგობა გაუწია და ამჟამად სასჯელს იხდის რუსთავის ზონაში 273-ე მუხლით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. სამშობლოში დაკავებული ზაალ ლატარიაც იგივე სცენარით დაიჭირეს. საბოლოოდ, მას 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, თუმცა იმის დამტკიცება დნმ-ის ანალიზით მაინც მოუწევს, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აიძულებენ, აღიარებითი ჩვენება მისცეს და პირობითით გათავისუფლებას პირდებიან. ყველა ეს ფაქტი საინფორმაციო საშუალებებით პერიოდულად ვრცელდება _ იმედია, შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს ამ ნუსხას და დასკვნებსაც გამოიტანენ _ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ყოველ ჯერზე აქტიურდებიან მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს _ ამჯერად ეს ქვეყნის უცვლელი პროდასავლური კურსი, ევროკავშირი და ნატო-სთან ურთიერთობაა. იმედია, შესაბამისი სტრუქტურები ლოგიკურ დასკვნებს გამოიტანენ!
და კიდევ ეს:
მიმდინარეობს ქართული ჯარის ელიტარული ბატალიონების გაუქმების,პროფესიონალი ოფიცრების,სერჟანტების სახლში გაშვების პროცესი. გაუქმდა ლილოს საინჟინნრო ბატალიონი,მცხეთის ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი.მოიშალა თავდაცვის ზღუდეები.საერთოდ გააჩერეს სამხედრო მრეწველობა. ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას რომელიც გაავრცელა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ! "სამინისტროში სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების მასობრივი გათავისუფლებები გრძელდება - 2017 წლის დადგომა სამინისტრომ 1000-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლებით მიულიცა. 9 იანვარს 145 სამხედრო გაათავისუფლეს უაპელაციოდ, 3800 თანამშრომელი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. მთლიანობაში დაგეგმილია 10 000 მდე სამხედრო მოსამსახურის და სამოქალაქო პირის გათავისუფლება. სამხედრო მოსამსახურეებს ეუბნებიან წოდებების მიხედვით აიღეთ კომპენსაციები და წადით შეიარაღებული ძალებიდან, თუ ამას არ გააკეთებთ ფიზიოებში ჩაგჭრით შეგნებულადო. ლეიტენანტი - 5 000 ლარი; კაპიტანი - 10 000 ლარი; მაიორი - 12 000 ლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 15 000 ლარი; პოლკოვნიკი 20 000 ლარი." ეს არის ხელისუფლების მხრიდან ღია და აშკარა რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შესრულება!
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებასთან აქციას მართავენ. თავდაცვის სამინისტრო სამსახურიდან 2250 ადამიანის გათავისუფლებას ადასტურებს. გათავისუფლებული თანამშრომლები კი, ამ წუთებში სამინისტროსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სამსახურში აღდგენას და დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი ლევან იზორიას თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ. აქციის მონაწილეები უკიდურესი ზომის - შიმშილის დაწყებას გეგმავენ თუ თავდაცვის სამინისტროდან არ შეეხმიანებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. თავდაცვის სამინისტრომ ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.
ჯარს ანადგურებთ თუ რა ხდება ქოცებო? :rolleyes:
This post has been edited by megre on 30 Jan 2017, 15:47
|