2 თვის წინ წინ გამოვეხმაურე მსგავს განცხადებას.
ერთი 20 ჩემნაირი იქ კიდევ იქ დამხვდა.
პირველ რიგში ის გვკითხეს, რუსული ენა როგორ იცითო და დაგვყვეს 4 ნაწილად (ვინც კარგად იცოდა, საშუალოდ, ცუდად და არ იცოდა). ნუ აღმოჩნდა რომ ერთმა საერთოდ არ იცოდა და ის გაუშვეს. დანარჩენნი 3 ჯგუფად გადაგვანაწილეს. დაახლოებით თანაბრად გადავნაწილდით და ცალ-ცალკე ოთახებში გაგვიყვანეს თითოეული ჯგუფი. 6-მა კაცმა ვიცოდით ცუდად რუსული. ანუ 1 ჯგუფი ეს 6 კაცი ვიყავით.
მერე გამოგვკიტხეს სახელი, გვარი, მისამართი, სად გვიმუშავია. მერე სიტყვა ჩამოაგდეს დასაქმების პრობლემაზე და ტექნიკურად გამოგვკითხეს არჩევნებზე ხმას ვის ვაძლევდით. ორნი ვიყავით ბურჯანაძისტი, 2 იყო ოცნებისტი, 1 - პატრიოტების იყო და 1-მაც ლეიბორისტებსო. ამის მერე გამოგვიშვეს და ხვალ დაგირეკავთ და კიდევ გაგესაუბრებითო.
მეორე დღეს ისევ შეგვკრიბეს სუყველა, ლეიბორისტის და 1 ოცნების მხარდამჭერების გარდა, ანუ ჩვენ ჯგუფიდან 4 კაცი.
იქ გვითხრეს, რომ ყველა აგვიყვანეს გამოსაცდელი ვადით, 1 თვით, ოღონდ რუსულის არ ცოდნა სერიოზული პაზორი იყო და თვითონ გვასწავლიდნენ რუსულს. კვირაში 5 დღე უნდა გვქონოდა რუსულის გაკვეთილი.
ჩვენი საქმიანობა უნდა ყოფილიყო, საზოგადოებრივი აზრის კვლევა და რეკლამის გაწევა რუსული პროდუქციისთვის. ასევე ანტი-რეკლამა კონკურენტი ფირმების (ქვეყნების) პროდუქციისთვის. ასევე მიგვამაგრეს ჩვენი უბნის მაღაზიებზე, ვინც მაგათთან თანამშრომლობენ, იმათზე. ჰოდა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ამ მაღაზიებში გავზარდოთ რუსეთში ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვადობა. ამ მაღაზიებიდან ყოველ თვე ირებენ სტატისტიკას, თუ რა თანხის რუსული პროდუქცია იყოდება და თუ ამ რუსული პროდუქციის გაყიდვები იმატებს ამ მაღაზიებში, ნამატიდან ბონუსს ჩვენ გვირიცხავს ჩვენი კომპანია.
მე მაგალითად, 2 თვეა ჯერ რაც ვმუშაობ და წინა თვეში 190 ლარი ავიღე უკვე ბონუსი (თან მხოლოდ 3 მაღაზიაზე ვარ მიმაგრებული). მტელი ჩემი კორპუსი ( რამდენიმე დედამიჯმული ნაც-ოჯახის გარდა) ხომ რუსულ პროდუქციაზე შევსვი

, ახლა წინა კორპუსებზე ვმუშაობ სერიზულად. 1-2 ტიპს, ისე რა რომ ვიცნობდი, ჩავუძმაკაცდი და მანდოურებსაც გავაგებინებ ნელ-ნელა საოდური უნდა იყიდონ და ჭამან. რუსულს რომ დავამუღამებ, მერე უბნის ჯგუფის უფროსად მპირდებიან გადაყვანას და რა ვიცი... ვნახოთ.
ასე რომ რაღაც სისულელეებს ნუ წერთ, რა კეგებე, რა ფეესბე, ჩვეულებრივი სავაჭრო კომპანიებია.
This post has been edited by lankasteri on 13 Apr 2017, 14:51