დიდად არ მეხალისება ამ მარაზმობა თემაში პოსტვა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ ამ საითხზე, შევაჯამებ.
ყველა შემთხვევა არაა იდენტური.
საერთო ეროვნულ თვითშეგნებას აყალიბებს სხვადასხვა ფაქტორები.
საერთო ისტორია, ერთ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სივრცეში ცხოვრება, სარწმუნოება, ენა და ა.შ.
სხვადასხვა შემთხვევებში სხვადასხვა დოზით თამაშობს როლს ესა თუ ის ფაქტორი.
უამრავი მაგალითია მსოფლიოში, როდესაც ერთი ფესვების მქონე ხალხი სხვადასხვა ეროვნებას მიაკუთვნებს თავის თავს.
ამის მაგალითია იგივე სლავები. მონათესავე ენებზე ლაპარაკობენ ისინიც.
და რა გამოდის შენი ლოგიკით, ბელარუსები, უკრაინელები, პოლონელები, რუსები და კიდევ სხვები ერთი ერის ხალხია?

არსად მითქვამს, რომ ერთი ფესვები არ გვაქვს ჩვენ და ლაზებს
მაგრამ ეროვნული თვითშეგნება სულ სხვა რამეა.
ამისთვის ყოველთვის არ კმარა ბიოლოგიური ნათესაობა, ან ენათა ნათესაობა.
ეროვნული თვითშეგნება არ ყალიბდება ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით.
ძალიან მარტივი რაღაცაა, რატომ ვერ იგებთ, არ მესმის...

ჩვენი ერთ ერად შეკვრა მოხდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გამო.
დასაბამიდანვე ქართველებად არ აღიქვამდნენ თავს ჩვენი წინაპრები.
ერთი ფესვების მქონე ტომებმა შევქმენით ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი კულტურა.
ქართული ენა გახდა დომინანტი, ჩვენ ეთნონიმად იქცა
ქართველი.
საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი.
ლაზებს კი არ აქვთ ჩვენთან საერთო წარსულის განცდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფესვები გვაქვს.
სხვადასხვა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება.
რომელი ქართული ცნობიერების
აღდგენაზეა ლაპარაკი მათ შემთხვევაში?
ჯერ უნერგავდნენ, რომ იყვნენ ბერძნები, მერე უნერგავდნენ, რომ იყვნენ თურქები.
ახლა კი ეუბნება ზოგი, რომ არიან ქართველები.
მეტიც, ქართულია თქვენი დედაენა, ლაზური კი მისი დიალექტიაო.
ჰგონიათ, ამითი აღფრთოვანდებიან.

არადა, პირიქითაა, გაღიზიანებას უფრო იწვევს.
რა ფენომენია იდენტობის თავსმოხვევა, ვერ გამიგია.
მაგას ჯობია, რეალურად შევხედოთ ყველაფერს.
ვეცადოთ მათთან დაახლოებას, კულტურული კავშირების გაღრმავებას.
აქცენტი უნდა გაკეთდეს ჩვენ ნათესაობაზე, გინდ ბიოლოგიურზე, გინდ ენობრივზე.
უნდა ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მათ ენას, რომელიც ჩვენ ენებს ენათესავება.
ქართველ მეცნიერებს ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ლაზური ენის კვლევის საკითხში.
ბუნებრივია, ესეც დიდი, დადებითი ფაქტორია მათთან დაახლოების საქმეში.
ანუ, უნდა ვეცადოთ გარკვეულ საერთო იდეალებამდე მისვლას.
kardinali100ჰო, კიდევ დადე ხოლმე ეგ შენი მარაზმობა პოსტი.

ცილისწამებები რა გასაკვირია შენგან.
ერთხელ და ორჯერ კი არ დაგიწერია ეგეთი მარაზმობები.

სიმართლე არაა შენ მხარეს და ასე ცდილობ მიზნის მიღწევას.
არ ერიდები აბსურდულ ცილისწამებებს, ოღონდ ის დააჯერო ხალხს, რაც შენ აბსურდულ წარმოდგენებთან იქნება თანხმობაში, რომელიც გაგაჩნია ერთან და ენებთან მიმართებაში.
ძნელია შენთან სერიოზულად კამათი.
This post has been edited by ფორცხოლი on 2 Feb 2017, 13:40
. .