დრეს დილით რომ გამოვედი სახლიდან, რაღაც უსიამო შეგრძნება დამეუფლა...
სანამ 202-ის გაჩერებამდე ჩავიდოდი, დავუკვირდი და მივხვდი ამ უსიამობის მიზეზს - სიჩუმე სუფევდა კვარტალსა შიგან, საშინელი სიჩუმე - ოდენ დამთრგუნველი...
202 ბარე 3 ცალი იდგა, მაგრამ სამივე ცარიელი და დისპეტჩერს ვკითხე, რომელი გადის-მეთქი?
მარტო ერთი მუშაობს, თორემ დანარჩენებმა დააყენეს მანქანები და ევროპაში მიემგზავრებიან, აქ აღარ იმუშავებენო!
ჩავჯექი 2002-ში და კი ვიფიქრე, ახლა როდის ამოვა კიდევ 5 - 6 მგზავრი მაინც, რომ დაიძრას-მეთქი და უცბადვე ამოხტა მძღოლი და დაძრა...
ახმეტელთან ადრე თუ კარგად დაიტენებოდა ხოლმე ტრანსპორტი, დღეს მთელი გზა ისე ვიმგზავრე, რომ სავარძლების ნახევარი თუ იყო დაკავებული და ისიც ისეთი ხალხით, რომ ეტყობათ, რომ საქმეზე არ მიდიან...
ოფისში ტრადიციული 45 წუთის მაგივრად 25 წუთში მივედი - გზები განტვირთული იყო და არც გაჩერებებზე არ შევყოვნებულვართ...
ხვალ შეიძლება სულ გააუქმონ 202-ის ხაზი...
დროთა განმავლობაში სხვა ხაზებიც გაუქმდება...
მერე კვარტლები, რაიონები თავის გამგეობებით, ქალაქები თავისი მუნიციპალიტეტებით... და სახელმწიფოც - თავისი ხელისუფლებით...
მაგრამ, მე მაინც არსად არ წავალ!