ქვეყნებმა თავიანთი დიდი უმრავლესობებით ყველამ მხარი დაგვიჭირეს, ზოგიერთი მცირე პოლიტიკური დაჯგუფებების გარდა
რომელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მისცეს ხმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგევროპარლამენტის პლენარულ კენჭისყრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ხმა 66-მა ევროპარლამენტარმა მისცა, რომელთაგან უმეტესობა - 31 დეპუტატი EFDD-ის წევრია, (Europe of Freedom and Direct Democracy), 24 დეპუტატი - ENF-ის (Europe of Nations and Freedom), წევრი, ხოლო 7 - NI-ის (Non-Inscrits).
აღსანიშნავია, რომ ორივე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ევროსკეპტიკური განწყობებით გამოირჩევიან. მაგალითად, EFDD-ის თავმჯდომარე ნაიჯელ ფარაჯია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აქტიური მხარდამჭერი იყო, ENF-ის თავმჯდომარე კი მარინ ლე პენია.
თითო-თითო ხმა ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ საქართველომ მიიღო ECR-ის (European Conservatives and Reformists), EPP-სა (European People's Party) და GUE/NGL-სგან (European United Left–Nordic Green Left).
რაც შეეხება მხარდამჭერებს, ყველაზე მეტი ხმა საქართველომ „ევროპის სახალხო პარტიისგან" (EPP - 187), „სოციალ-დემოკრატებისგან" (S&D - 163) და „ლიბერალთა ალიანსისგან" (ALDE - 62) მიიღო.
რაც შეეხება დეპუტატებს, რომლებმაც თავი შეიკავეს, უმეტესი მათგანი - (24 დეპუტატი) „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" (ECR) წევრია.
კენჭისყრის შედეგები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
http://liberali.ge/news/view/27290/romelma...is-tsinaaghmdeg
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს.
მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.©