რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაარუსთაველის გამზირზე ამ წუთებში „რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებული 350 თანამშრომლის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
აქციას მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტები.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. მთელი მსვლელობის განმავლობაში პერიოდულად არის დაპირისპირება აქციაში მონაწილე ირაკლი კაკაბაძესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის. სამართლადამცველები ცდილობენ, რომ აქციის მონაწილეებმა ერთ ზოლში იმოძრაონ და არ გადავიდნენ საპირისპირო მხარეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...rispirebaa.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo