ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები ედიკას მმართველობის წლებს ემთხვევა. 2003 წელს ხმა სააკაშვილ-ბურჯანაძე-ჟვანიას გუნდს მივეცი.
მათთან იყვნენ რესპუბლიკელებიც და კონსერვატორებიც მაშინ. ამ დროს უკვე აშშ-ს ვიზა მქონდა და ვარდების რევოლუციას იქ დავესწარი.
მივესალმე, რასაკვირველია.
იმის მერე ბევრი წლები გავიდა და ბევრი რამ გადავაფასე. 2008 წლიდან დაიწყო ჩემი ეჭვების გაღრმავება.
რამდენიმე კითხვა დაიბადა უპ. ყოვლისა და საბოლოოდ პასუხიც ჩამომიყალიბდა.
თქვენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ოღონდ იმათი, ვინც აზროვნებს.
1. ის მძიმე წლები იყო ედიკას ბრალი? ედიკა რომ არ ჩამოსულიყო, უკეთესად წარიმართებოდა ყველაფერი?
წლების შემდეგ, ემოციების დაცხრომის შემდეგ, მივედი პასუხამდე, რომ მაშინ, როცა პუტჩი უკვე მომხდარი იყო და ქვეყანას მართავდა
სამხედრო საბჭო, ედიკას ჩამოსვლა საქართველოში იყო საუკეთესო გამოსავალი, რაც კი შეიძლებოდა მაშინ მოძებნილიყო რეალურად.
მძიმე წლები გადავიტანეთ, მაგრამ ედიკას გარეშე ეს წლები იქნებოდა უფრო მძიმე და უფრო ხანგრძლივი.
აქ ახლა იტყვიან, რომ პუტჩი ედიკამ მოაწყო, რაც მე სისულელედ მიმაჩნია. ეგ იყო, რომ ის ალბათ ყველაფრის საქმის კურსში იყო და
არც ჩარეულა. ან ვინ ჩარევდა - კიტოვანი გრუ-მ დაითრია ვაზიანის ბაზაზე. პენსიონერ ედიკას უბრალოდ არავინ მიასუნინებდა. ან ვის სჭირდებოდა.
2. აფხაზეთი - ყველაზე მძიმე ტრაგედია უახლოეს ისტორიაში
დღეს ცნობილია, რომ აფხაზეთი იყო ვაჭრობის საგანი დსთ-ში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. დსთ-ში შესვლა არ მიაჩნდა მიზანშეწონილად მაშინ
არავის. არც ზვიადს, არც ოპოზიციას. ვერც გაბედავდა ამაზე ფიქრს მაშინდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ. ის თავისი ურა-პატრიოტიზმის ტყვეობაში იყო.
არადა, არაფერი საშინელება არ იყო დსთ და არავინ შემცდარა, ვინც იქ შევიდა. ელცინს ეს თავისი პირადი პრესტიჟის საქმედ მიაჩნდა, რადგან სსრკ- ხელში შემოეშალა
და სურდა რეაბილიტაცია, კომპენსაცია, რომ აი, მაინც შევინარჩუნე გაერთიანება. მძიმედ დარჩა გულში ჩვენი უარი.
დსთ-ზე უარის თქმა გახდა პუტჩის და შემდგომი მოვლენების განვითარების კატალიზატორი.
აფხაზეთში შესვლის მომენტისათვის, ედიკას ჯერ კიდევ არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდა ფაქტიურად. ქვეყანა იყო შიმშილის ზღვარზე. ამ დროს
აფხაზეთის რკინიგზაზე იძარცვებოდა ჩვენთვის გამოგზავნილი ტვირთები. სომხეთის ტვირთების ვალი ცალკე დაგვედო. აფხაზეთის რკინიგზის დაცვას
მოითხოვდა ჩვენგან რუსეთიც. რკინიგზის დასაცავად საქართველოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე მოლაპარაკება იყო არძინბასთან.
ედიკამ დაიჯერა, რომ არძინბა დათანახმდა მის არგუმენტებს და სწორედ აქ შეცდა - არძინბას უნდოდა ომი და გაისროლა პირველმა. ომისა და მსხვერპლის გარეშე
აფხაზეთი ვერ მიიღებდა იმას, რაც სურდა - ამაზე რუსებმა იმუშავეს. მეორეს მხრივ, ედიკა ვერ გააკონტროლებდა კიტოვანის მოქმედებებს აფხაზეთში,
მის იდიოტურ და გამყიდველურ ავანტიურებს.
მოკლედ, ჩაგვითრიეს ომში. ამის მერე რაიმეს გამოსწორება შეუძლებელი იყო.
სამშვიდობო ძალებს რაც შეეხება - უმრავლესობისათვის ნაკლებადაა (ან სულაც არაა) ცნობილი, როგორ ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება
სამშვიდობოებად ყოფილიყო არა რუსეთი, არამედ სხვა რომელიმე ქვეყანა. იყო კონკრეტული ვარიანტები.
შეხვედრები და მოლაპარაკებები კლინტონთან, ბუტროს გალისთან. სხვებთან უშედეგოდა დამთავრდა - ცალსახად ყველა თავს ახვევდა რუსეთის ვარიანტს.
გელა ჩარკვიანს ვერ მოვთხოვთ შიდა პოლიტიკის საკითხებში კომპეტენტურობას, მაგრამ საგარეო კუთხით რაც ხდებოდა, ეგ კი საუკეთესოდ იცის. ის არამარტო მონაწილეოდა ამ შეხვედრებში - ხშირად თარჯიმნის როლსაც ასრულებდა. წაიკითხეთ მისი წიგნი - "ნაცნობ ქიმერათა ფერხული"
ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ედიკას სხვა გზა აღარ დარჩა, არადა რეგიონში საჭირო და აუცილებელი იყო "მარეგულირებელი", წყალწაღებულები ხავსს ვეჭიდებოდით - მშიერი ქვეყანა აწარმოებდა ომს, რომელიც ყოველდღიურად მილიონები უჯდებოდა ბიუჯეტს და იყო მიზერი ომისათვის და საბოლოოდ აპარტახებდა ქვეყანას.
პლიუს ამას - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც პუტჩისტების მიერ მოღალატურად
იქნა დამხობილი და იბრძოდა თავისი სიმართლისათვის (რომელიც მას უთუოდ ჰქონდა) - იბრძოდა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველა საშუალებებით.
სწორედ ამ თავისი სიმართლით გადაიქცა უდიდეს პრობლემად ქვეყნისათვის. დაიკიდეს, რომ მათი სიმართლის გარდა, არსებობდა უფრო დიდი სიმართლე და ჭეშმარიტება - ქვეყანა.
ვისაც მეტად უყვარდა - იმას უნდა დაეთმო. არ უყვარდათ უფრო მეტად და არც დათმეს. ამაშია საქმე. მათთვის მთავარი გახდა შურისძიება. ყველაფრის ფასად.
"კავკასიური ცარცის წრე" სულ აქტუალური იქნება.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ მგონი ესაა ძირითადი.
კიდევ ის, რომ სამჯერ გახდა ტერაქტის სამიზნე, ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან
მე მგონია, რომ სამივე შემთხვევაში ამ ტერაქტების უკან რუსეთი იდგა, მაგრამ ერთ შემთხვევაში ეს განხორციელდა ჯაბა იოსელიანის, სხვა შემთხვევაში -
ზვიადისტების ხელით, აფხაზეთში კი თავად რუსებმა სცადეს ვერტმფრენის ჩამოგდება.
(მიშას ერთხელ მოეჩვენა რაღაც, მიატოვა ყველა და ყველაფერი, მათ შორის მის მიერვე გორში ჩაყვანილი უცხოელი დიდჩინოსანი, დამავიწყდა ვინ იყო... რა გაოცებული შლიდა ხელებს....)
ედიკა ისჯებოდა სწორედ დასავლური კურსის გამო, ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების გამო. ეს კონკრეტულად თემასთან დაკავშირებით.
ევროსაბჭოს წევრები ედიკას დროს გავხდით და ევროკავშირის წევრობისაკენ გადადგმული ნაბიჯიც სწორედ მაშინ გადაიდგა ამ ფაქტით.
აი, საგარეო ასპარეზზე მიღწეული შედეგების არასრული ნუსხა:
1992 წლის 31 ივლისს, საქართველო გახდა გაეროს წევრი
1994 წელს ხელი მოეწერა ნატოსთან ხელშეკრულებას "პარტნიორობა მშვიდობისათვის"
1998 წელს საქართველო გაერთიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში
1999 წელს გახდა ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი
1999 წელს ეუთოს სამიტზე სტამბოლში:
1. რუსეთის მიერ აღებული იქნა ვალდებულება სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ
2. ხელი მოეწრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის "საუკუნის პროექტებს''.
"დაიხსომეთ ეს დღე და შეინახეთ ყოველი ფოტო , რამდენიმე ხნის შემდეგ მას უნიკალური ფასი ექნება "© ედუარდ შევარდნაძე 1999 წელი
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=O3VI10Xxjikედიკას სისუსტე იყო საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად დასავლეთისკენ ლტოლვისა, მაინც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება. შესაძლოა, ზომაზე უფრო მეტად.
"რუსეთის მინისტრების" შენარჩუნება ხელისუფლებაში.
საშინაო პოლიტიკაში- საშინელი კორუფცია და კრიმინალი.
სრულიად გაუგებარია ედიკას პასიურობა ამ მიმართულებით.( ჩარკვიანიც ამას ჩივის ზემოთ ხსენებულ წიგნში)
მაგრამ ასეთი მინისტრების ხელში ვერც ვერაფერს გახდებოდა ალბათ.
სცადა მაინც - პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე გახლდათ, პრემიერმინისტრი - ჟვანია, იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილი,
ფინანსთა მინისტრი - ნოღაიდელი. მოქ. კავშირის სპიკერები და გენ. მდივნები და ჯანდაბები სულ ნაცები იყვნენ ბოლოს.
მერე ესენი ყველანი რეფორმატორები აღმოჩნდნენ და ნუთუ რევოლუციის გარეშე არ შეიძლებოდა რეფორმების გატარება. ბოლოს ხომ კახა თარგამაძეც მოიცილეს თავიდან.
თემას რაც შეეხება - მგონი გასაგებია. დიახ, ბაბუს მიუძღვის დიდი წვლილი.
This post has been edited by crocodile on 5 Feb 2017, 02:48
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)