რა შუაშია ქართველი ტაქსისტი?
გადავხედოთ მასალებს.
(წყარო: ქართული ვიკიპედია)
ირაკლი ალასანია
2008 წლის 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის დროს, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაგაფშთან და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა წვრილმანები არ გახმაურებულა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში.
ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა 2008 წლის 4 დეკემბერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც.
სხვათაშორის, ზუსტად მწვავე პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირების გამო სააკაშვილთან და მის გუნდთან, ჯერ კიდევ 2005 წელს სალომე ზურაბიშვილმა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. ეს ის ზურაბიშვილია, რომელიც გახლდათ მთავარი მომლაპარაკებელი და შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).
მოდით, გავიხსენოთ, თუ ვის რა თანამდებობა ეკავა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, 20 იანვარი, 2008 – 17 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
ზურაბ ადეიშვილი, იანვარი, 2008 – ნოემბერი, 2008
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე, 7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ივანე მერაბიშვილი, 18 დეკემბერი, 2004 – 4 ივლისი, 2012
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ნიკა გვარამია, 31 იანვარი, 2008, – 1 ნოემბერი, 2008
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავით კეზერაშვილი, 10 ნოემბერი, 2006 – 9 დეკემბერი, 2008
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეკატერინე ტყეშელაშვილი, 05.05.2008 – 06.12.2008
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიგა ბოკერია, 2008 – 2010წწ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გრიგოლ ვაშაძე, 06.02. 2008, – 02.11.2008
ეროვნული უშიშროების საბჭო
ალექსანდრე ლომაია, 2007 წლის 19 ნოემბერი – 2008 წლის 5 დეკემბერი
თბილისის მერი
გიგი უგულავა, 12 ოქტომბერი, 2006 – 30 მაისი, 2010
გუნდი შეცვლილია? პრაქტიკულად არა, ხოლო თუ დაბრუნდებიან სრული შემადგენლობით ვიხილავთ მოკლე ხანში.
არ გაინტერესებთ, როგორ აპირებენ ამ უმძიმესი პრობლემის გადაჭრას იგივე იდეოლოგიით, იგივე პოლიტიკით?
თითოეული ის პირი, რომელიც იმ პერიოდშიც და ბევრად ადრეც, იკავებდა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობას, ფლობდა სრულ ინფორმაციას, რომ რუსეთს ერთ დღეში არ დაუწყია ომი.
Владикавказ, Владивосток, Владимир... არ იცოდნენ, რუსეთის ხელისუფლების სახით ვისთან ჰქონდათ საქმე?
ვერ ხვდებოდნენ, რა იყო რუსეთის საუკუნოვანი ოცნება? ვერ ხედავდნენ, რომ სიტუაცია ნელ-ნელა წლების მანძილზე იძაბებოდა? საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მერე კი არ უნდა მიემართათ ესკალაცია ომში რომ გადაიზარდა და თბილისი თუ სრულიად საქართველო დადგა რეალური საფრთხის წინაშე, მანამდე უნდა მიეღოთ რაღაც ზომები. თუ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ, შესაბამისი რანგის დიპლომატები უნდა მოეწვიათ ამ პრობლემაზე სამუშაოდ. სახელმწიფოს პოზიცია აბსოლუტური უმწეობისა და თავდაცვის რეჟიმში გადაიყვანეს. შედეგად რა მოხდა? ჩვენ სამარცხვინო გარიგებას დავთანხმდით: "ოღონდ შეწყვიტე ცეცხლი და წაიღე 1/5 საქართველოსი." ეს არ იყო გამოუცდელობით დაშვებული შეცდომა.
როცა ხედავ, რომ იმ ძალისა და რესურსების მქონე მტერთან გაქვს საქმე, რომლის გავლენასაც მსოფლიო ითვალისწინებს, კეთილი უნდა ინებო და მშვიდობიანი მოლაპარაკებაში ეძებო გამოსავალი, მთელი საერთაშორისო დიპლომატიური კავშირები უნდა გამოიყენო. თუ არ გაქვს უნდა შექმნა, რისი სურვილიც ამათ არ აღმოაჩნდათ რატომღაც...
ამდენი წლის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომი კოკოითის თვითშემოქმედება იყო და რომ თურმე რუსული მხარე, საერთოდ მზად არ ყოფილა საომარი მოქმედებისთვის. სამარცხვინოა უბრალოდ.
რუსეთმა არაფერი იცოდა, პროვოცირება კოკოითმა მოაწყო - გრიგოლ ვაშაძე
https://www.youtube.com/watch?v=Jm2rYUR6ee4შენ რომ გაბარია საქართველოს ტერიტორიად ისტორიული სამაჩაბლო, რატომ არ მიდიხარ იმ კოკოითთან და რატომ არ არეგულირებ პრობლემას, ვიდრე რუსეთი შემოგეჭრება და გამოიყენებს სათავისოდ საუკუნის წინ ჩამარხულ "ატომურ იარაღს" შენი ქვეყნის წინააღმდეგ?
ჩვენ ხომ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ ეს საკითხი არ გადაიჭრა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ოცნებაც კი არ ღირს.
This post has been edited by †KatO† on 1 Nov 2018, 23:09