არაფერს არ ასწავლიან ამ უნივერსიტეტებში...
თვითონ სტუდენტებიც არ სწავლობენ, მთავარია ზღვარი გადალახონ რო არ გარიცხონ...
მერე დაამთავრებენ, აიღებენ დიპლომს და სამსახურს რატო ვერ ვშოულობთო...
მიაქვს ბიზნესის მენეჯერებს ეს ქვეყანა...
უმეტესობა რა ცოდნითაც შედის პირველ კურსზე, იმითვე გამოდის...
ახალგაზრდობაო და კი ვხედავდით რაც ხდებოდა თსუ-ში, ტიპებს სწავლაზე მეტად ის ანაღვლებთ ვინ იქნება თვითმმართველობაში, ვის რა ფული ექნება შესაჭმელი, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიაში შეძვრება...
ან სწავლისთვის რომ ხარ უნივერსიტეტში, არ უნდა გეკიდოს ოდეერი იქნება იქ ვინმე თუ უბნის განყოფილების ნასედკა?
მაგრამ უმეტესობა იმისთვის აბარებს რომ დიპლომი ქონდეს, ჯარიდან დაიხსნას თავი, სტუდენტობის წლები უნდათ - გართობა, ახალი კონტაქტები, "დვიჟენია"... სწავლა ყველაზე ბოლოა რატომაც აბარებს ხალხი უნივერსიტეტში...
უმეტესობა ისეთ ფაკულტეტზე აბარებს, წინასწარ რომ იცის არ გამოიყენებს...
გარეთ დარჩენას ხო ჯობია...
სახლში რა აკეთოს...
თან მაინც მშობლები გადაუხდიან იმ სწავლის საფასურს...
საკმაოდ ბევრი ნაცნობი მყავს, საზღვარგარეთ რომ უსწავლიათ, ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე...
და ვიცი როგორია სწავლა, გადმოცემით...
ტიპებს არაფრის დრო არ ქონდათ, მარტო ლექციები და მეცადინეობა...
აქ კიდე ქართველ სტუდენტს თავზე საყრელად აქვს დრო...
ან მაგისტრატურა ავიღოთ, თუნდაც ყბადაღებული თავისუფალი უნივესრიტეტი, იგივე იესემი...
ხო ითვლება მაგარ უნივესრიტეტად...
და ტიპები მაგისტრატურაზე არიან - თან მუშაობენ, თან მეგობრებთან დადიან, თან კლუბებში ათენებენ ღამეებს, არაფერს იკლებენ...
გამოცდების ან საკურსოს წინ დააკლავენ ერთი კვირა თავს და იღებენ დიპლომს...
არადა $5000 აქვთ გადახდილი...
მაგრამ იესემის MBA გააკეთეს და ითხოვენ კაი სამსახურს...
გეპეის და თსუ-ს საშუალოსტატისტიკურ სტუდენტზე მაღლა კი დგანან, მაგრამ დიდი არაფერი აქვთ ნასწავლი, დაზეპირებულ ტერმინებს თუ არ ჩავთვლით...
ქეისი, ჯიდიპი და მისთანები...
სწავლა არ არის ჩვენთან...
პ.ს. ორი წლის წინ ილიაუნიში ჩავაბარე შემთხვევით მაგისტრატურაზე...
ჩემს მეგობარს შევყევი ლანჩის მერე ბანკში, გამოცდების საწევრო უნდა გადაეხადა და შენც გადაიხადე, არ გაინტერესებს რას იზამ ეროვნულზეო?
ხო და შევიტანე მე...
გამოცდების წინ მომივიდა მესიჯი და წავედი გამოცდებზე...
ერთი წუთი არ მოვმზადებულვარ უნარებში და ეგეც გადავლახე...
რა თქმა უნდა ფასიანზე, უფასოზე ვერ მოვხვდი...
მერე ვიფიქრე, მოდი ბარემ ჩავაბარე და მაგისტრის დიპლომს ავიღებ მეთქი...
გადავხედე სამაგისტრო პროგრამებს, მაგ დროს 8 წელი იყო უკვე სადაზღვევოში ვმუშაობდი და დაზღვევა თუ იქნება, მანდ შევალ და 2 წელში 10 წლის სტაჟი და დაზღვევის დიპლომი მექნება მეთქი...
თან ყველა სახის დაზღვევასთან არ მაქვს შეხება და რაღაცეებს ვისწავლი კარგად მეთქი...
ხო და ილიაუნის ქონდა მარტო სადაზღვევო საქმის სამაგისტრო საქმე...
დავრეგისტრირდი მანდ, გავაგზავნე სამოტივაციო წერილი და რაღაც თემა და მომანიჭეს

10 ქულა და ჩავირიცხე...
მაგარ მუღამზე ვარ თან
მომენატრა სტუდენტობა

ხო და ორი თვე მქონდა სწავლის საფასურის მეოთხედის გადასახდელად და წინასწარვე გადავიხადე, 600 ლარამდე, უფრო მუღამში ვიქნები მეთქი...
ხო და შევედი და იმ ორ თვემდე ვერც გავქაჩე, გამოვედი ეგრევე

ჯერ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვინც იყო, პროფესორი, გონზე არ იყო...
დაზღვევის გონზე ხო არ იყო და ტერმინებიც კი დამახინჯებულად იცოდა...
ზღაპრებს გვიყვებოდა, ბაღის ბავშვებს რომ აუხსნა რა არის დაზღვევა...
"დაზღვევა არის ქვაბი, ყველა ყრის საჭმელს და ვისაც მოშივდება ის ჭამს" და ესეთი ტექსტებით ხსნიდა...
პრინციპში სტუდენტებიც აყვანილი ყავდა ზოგს ქიმიური ქონდა დამთავრებული ბაკალავრიატი, ზოგს ფილოლოგიური, %-თანაც რო არ ქონიათ შეხება...
რა ნიშნით აიყვანეს, არ ვიცი... ფულის პონტი იყო რა...
ფინანსებში ლექტორი გოგო იყო ახალგაზრდა, წინა წელს დაამტავრა ეს მაგისტრატურა და დარჩა კათედრაზე და უკვე თვითონ კითხულობდა...
წინა წლის რვეული ედო ამოხსნილი მაგალითების და მიყვებოდა მატარებელივით, ერთს არ გადაუხვევდა გვერდზე...
რამეს რო შეეკითხებოდი ან სხვა გზას შესთავაზებდი, იბნეოდა ეგრევე...
6 თვიანი კურსი გავიარე მანამდე იესემში, ფინანსური მენეჯმენტის და მაგ ლექტორზე მეტი მე ვიცოდი, იმ კურსით...
ერთი ნორმალური ლექტორი ნაცების ყოფილი მინისტრი ყავდათ - ანდრია ურუშაძე, ისიც ხან მიშასთან იყო უკრაინაში, ხან ნაცების მიტინგბზე და აცდენდა, ან კიდე სტუდენტების დონე იყო ისეთი, რომ ვერ საუბრობდა მართლა საინტერესო თემებზე, მერე სულაც წამოსულა, როგორც გავიგე...
ხო და ერთ თვეში გამოვედი, დავიკიდე ის გადახდილი თანხაც, ტყუილად დროის ხარჯვაში ვიხდიდი მარტო, არაფერი შემემატებოდა...
ხო და გადაიხდიან 4500 ლარს, არაფერში აიღებენ დაზღვევის მაგისტრის დიპლომს და პრეტენზია ექნებათ დასაქმებაზე...
HR არ ვარ მე, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მაგათ დასაქმებაზე მეტად მირჩევნია ისეთი ადამიანი დაასაქმო, საერთოდ რომ არ ქონია შეხება დაზღვევაზე - ცაუტარებ ტრენინგებს, ასწავლი...
ამათ დამახინჯებულად აქვთ უკვე ნასწავლი და თან პრეტენზიაც აქვთ რომ იციან რაღაც...
მოკლედ განათლების სისტემა ნაგავია ქვეყანაში...
მარტო სკოლის მასწავლებლების, ლექტორების და მინისტრების პრობლემა არაა, პირველ რიგში სტუდენტს უნდა უნდოდეს სწავლა...
ერთი-ორ სტუდენტს არა, ვინც აბარებს და ფულს იხდის, ყველას...
ეხლა ურჩევნიათ ფული გადაიხადონ, არ ისწავლონ და აიღონ დიპლომი, ვიდრე მოთხოვონ სწავლა...
Mens sana in corpore sano...