არ ხდება ყველგან

10 წელია ერთ კომპანიაში ვმუშაობ, არასოდეს გადაცდენილა ხელფასი ხელშეკრულებაში მითითებულ თარიღს, პირიქით - ახალი წლის წინ უფრო ადრე ირიცხება ხოლმე, ხალხს შეიძლება წინასწარვე უნდოდეს პროდუქტების და სხვა საჭირო რამის შეძენა...
ურთიერთობაშიც ყველა თანაბარია, ტოპ-მენეჯერი და ქვედა რგოლის სპეციალისტი ერთად ძოვენ ბალახს

არანაირი უკმაყოფილება არ არის მენეჯმენტის მიმართ, ურთიერთობის მხრივ...
უფრო მეტი ხელფასი რა თქმა უნდა ყველა ადამიანს გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, კვლევების მიხედვით ბაზარზე სხვა მსგავს კომპანიებთან (ბანკები, სადაზღვევოები, მიკროსაფინანსოები) შედარებით მაღალი ხელფასებია ჩვენთან

ხო და ესე შემოვრჩით მე და კიდევ ბევრი ამ კომპანიას უკვე ათწლეულის მანძილზე

სხვაგან უკეთესი ხელფასები, ადამიანური თუ ფინანსურად სტაბილური გარემო არაა და რატომ უნდა მოგინდეს წასვლა...
სახლიდან სახლში დავდივარ ყოველდღე, უბრალოდ ამ სახლში უფრო ბევრი მეგობარი მყავს

მორალურადაც არ მაქვს დისკომფორტი, პირიქით - კარგ საქმეს ვაკეთებთ ხალხისთვის და ქვეყნისთვის...
არავის გაძარცვაზე და გაუბედურებაზე არ ვართ ორიენტირებული, რომ მაგით ვიშოვოთ ფული
This post has been edited by Frankens†ein on 8 Feb 2017, 13:57
Mens sana in corpore sano...