ააა, თემა უფრო ღრმა ყოფილა ვიდრე მეგონა
მოკლედ, რომან ფიფიას ეკუთვნოდა 55% აზოტის აქციებისა, ჰოდა წავიდა ლუქსემბურგის ბანკში და აიღო სესხი 100 მილიონი, რომლითაც აპირებდა მთლიანად ეყიდა ყველა აქცია.
მაგრამ სინამდვილეში 40 მილიონი თავისთვის გადატეხა და 60 მილიონი რა უყო კაცმა არ იცის.
გადახდის დრო რო მოვიდა და ვერ გაისტუმრა, საქმეში ჩაერთო EBRD - ი, რომელმაც 125 მილიონი მისცა, ესეიგი გადაუფარა ვალი და კიდევ 25 მილიონი ხურდაც დარჩა.
ამავე დროს აზოტს საქართველოს ბანკის 30 მილიონი ვალი ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ბანკს გირაოთი ჰქონდა დატვირთული ქარხანა.
ამ ორი სესხით, ქარხანას ჯერ კიდევ 2016 წელს, წარმოება უნდა გაეორმაგებინა, ტერმინალი აეშენებინა ზღვაზე და იქიდან გაეზიდა საზღვარგარეთ.
რაღაც ეტაპზე, როცა EBRD ი ჩაერთო, ეტყობა საქართველოს ბანკი შეშინდა საერთოდ ღლეზე არ გამიშვანო, აიღო და EBRD ელები გადააგდო, სასწრაფოდ გაუყიდა აზოტს ის ნაწილი რაც გირაოთი ჰქონდა დატვირთული ფული გაჯიბა და თვითონ საერთოდ არ გამოჩნდა.
ახლა EBRD უეჭველი თრაქში მოდღნავს საქ.ბანკელებს ამ საქციელის გამო, მაგრამ გაკეთებით ვერაფერს იზამს და ახალ მენეჯმენტთან მოუწევს საუბარი ვალის ამოღებაზე.
მაგრამ კიდე რაღაც აკლია ამ ისტორიას, რაღაცა დეტალს ვერ ვხვდები... ჰმ