მიდი ბიძო მიდი, ბოლომდე ჩაუდე ამ ქვეყანას
2016 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდე ,,ქართული ოცნების“ ის წევრები, რომლებიც ახალ პარლამენტში ვერ მოხვდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებიან. რამდენიმე დღის წინ ყოფილი პარლამენტარი ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში კონსულტანტად დასაქმდა, სოსო ჯაჭვლიანი კი 2016 წელს თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად საქართველოს პრემიერმა დანიშნა. თედო ჯაფარიძე გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი გახდა.
ცნობილია, ისიც, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაასაქმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" წამოსული სამი წევრი - უმრავლესობის ყოფილი სამი დეპუტატი: ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრად, ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად და გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად. გაზეთ ,,რეზონანსის“ ინფორმაციით დასაქმებას კიდევ რამდენიმე ყოფილი დეპუტატი ელის.
დაპირებული სამსახურის მოლოდინშია ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარი როსტომ ხალვაში, მისი თქმით, დღეს უმუშევარია, მაგრამ იცის, რომ დასაქმდება.
"ყოფილი "თავისუფალი დემოკრატები" რომ დასაქმდნენ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს ქვეყანა ყველასია და ჩემზე ადრე რატომ ისინი დასაქმდნენ-მეთქი, ამას როგორ ვიტყვი. მე მოლოდინის რეჟიმში ვარ... ერთი კვირის წინ ვიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შემხვდა და ალბათ, შესაბამის სამსახურს მომიძებნიან" - ამბობს ხალვაში ,,რეზონანსთან“ .
დავით ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროსგან დასაქმების შემოთავაზება მიიღო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
"დათო ლორთქიფანიძეს რომ შემოთავაზება ექნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კომენტარს მერე გავაკეთებ“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ყოფილი დეპუტატის გოგი ქავთარაძის თქმით კი , მას ,,ხვალ ან ზეგ“ დაასაქმებენ. რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ რადგან სხვებს სამსახური შესთავაზეს მასაც,,დაუძახებენ“ .