ჩემო ტკბილო ხალხო!
ეს ორი დღეა, ერთხმად ილანძღებით და ესხმით იმ სფეროს, რომელსაც გარედანაც კი ცუდად იცნობთ.
აქ ბევრმა იცის ჩემი საქმიანობა და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ისე ცალმხრივად, როგორც ფრესკო და მსგავსები გატისკეთ, არ არის სწორი.
რა ხელფასებიც დაიწერა და ა.შ. ეს ცალკე საკითხია.
მეორე საკითხია დასაქმებულის ჩათლახობები. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ სადღაც 80 პროცენტი არაკეთილსინდისიერია და დანარჩენი 20 პროცენტიც ყვება მათ ქვაბში.
მოპარვა, გაფუჭება, ვიგინდარობა, პოხუიზმი ამ სფეროში დასაქმებულთა მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია.
ძალიან რთულია ქსელურ მაღაზიებში კონტროლი და ასე ვთქვათ სტაფის შერჩევა იქიდან გამომდინარე, რომ ასად ვერ გაიყოფი და ყველა ფილიალში ვერ იქნები. და სადაც არ ხარ, იქ შენი საქმეც ძალიან ცუდად კეთდება.
მოგიყვანთ ჩემს პირად მაგალითს...
2000 წლიდან ერგნეთ-ცხინვალგამოვლილი (გემახსოვრებათ, საქონელი იქიდან შემოდიოდა ერთი პერიოდი) ვარ და ვაწყობ საქმეს.
დიდი შრომა დამჭირდა, რომ დღეს მიმეღწია 12-13 მილიონიან ბრუნვამდე (წელიწადში) და დამესაქმებინა 110 ადამიანი. ასევე ვგეგმავ, წელს მინიმუმ 10, მაქსიმუმ 20 კაცის დასაქმებას.
თქვენ ძალიან ადვილად მსჯელობთ გამყიდველების, კონსულტანტების (თუმცა მე კონსულტანტები არ მყავს, რადგან მაღაზია არ არის თვითმომსახურებაზე), მუშებზე და მათ "კეთილსინდისიერებაზე".
არადა, ამ დროს საშინელი სიტუაციაა, ლამის აღარავის ვენდობი, ყველას ეჭვით ვუყურებ უკვე.
მოგიყვანთ მაგალითს: არის პოზიცია, რომელზეც 800 ლარს იღებენ ხელზე. მას არ აქვს მუდმივი დატვირთვა. შეიძლება ითქვას, რომ დღეში გადაბმულად 5-6 საათი თუ იმუშავებს(ფიზიკური შრომის გარეშე). ამის ზევიდან დამატებით 200-დან 700 ლარამდე ჰქონდა (მოგეხსენებათ, სადისტრიბუციო კომპანიებს ყავთ მაღაზიებში თავისი ხალხი, რომლებიც თავისივე პროდუქციას ალაგებენ და ა.შ. მათ აქვთ კიდე ხელფასი და მათ მაგივრად ვთავაზობდი ჩემს თანამშრომლებს, რომლებსაც ევალებოდათ ეს საქმე, მაგრამ ჯიგრულად ვულაგებდი ამ თემას). ბევრი რომ არ გავაგრძელო, სადღაც 1000-1500 ლარს გამოიმუშავებდა ერთი ტიპი, მაგრამ რად გინდა, მაინც "ჩალიჩობდა".
წლების განმავლობაში ასე თუ ისე გავცხრილე სტაფი, მაგრამ მაინც არიან ისეთები, ვინც ვერ გადაეჩვია მაიმუნობას. თუმცა ახალ და არაპროგნოზირებად საფრთხეს ისევ ძველი და მეტ-ნაკლებად კონტროლირებადი მირჩევნია.
არ იფიქროთ, რომ ჯიგრული მოქცევა მათ პატიოსან და უღალატო თანამშრომლებად (80 პროცენტზეა ლაპარაკი) აქცევთ. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იჩათლახონ, რადგან შენ მათთვის ხარ მილიონერი, ახვარი და კაპიტალისტი. ბოღმით სკდებიან და თავის წრეში ამაყობენ, თუ როგორ „გაგიწიეს“ პროდუქცია, რა იდიოტი უფროსი ჰყავთ.
ცდილობ მაქსიმალურად აღკვეთო "ჩალიჩი", მაგრამ სადღაც რაღაც მაინც გაგეპარება.
მყავს ხალხი, რომელსაც საწყობში აბარია კონკრეტული პროდუქცია და არის იზოლირებულად. საჭიროების შემთხვევაში, ამ ხალს უწევს საწყობის გაღება და მუშასთან ერთად პროდუქტის გამოტანა. აი ზუსტად მაგ პროცესში, თვალსა და ხელს შუა, ისე ააორთქლებენ, რომ კამერებიც კი ვერ აფიქსირებენ. აი, ზუსტად აქ არის საჭირო გამოცდილი პროქტოლოგი.
ასევე ხშირია დისტრიბუტორებთან შეკვრა და ჩალიჩი.
გამყიდველის-გამყიდველის-მუშის შეკვრა და ჩალიჩი.
არ გეგონოთ, რომ რამე მონურ შრომას ვავალებ და ა.შ.
მათთვის ნათქვამი მაქვს, მე თუ რამეს ვითაკილებ, ეგ არც თქვენ გააკეთოთ-თქო. საჭიროების შემთხვევაში, არც მე და არც ჩემი კომპანიონები არ ვიხევთ უკან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ვშრომობთ. არ არის ეს ჩემთვის არც სათაკილო და არც არაფერი. უარესი პირობებით მაქვს ეს ყველაფერი ჩემით აწყობილი და ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიარე, რომ მოვსულიყავი აქამდე.
არც მეტროთი მეშოკების და ყუთების თრევა მითაკილია და რა ვიცი, ბევრი სხვა რამ...
ბევრჯერ მიფიქრია, რომ ქსელებმა თუ ცალკე მაღაზიებმა საერთო ბაზა გავაკეთოთ, სადაც გაგდებულ-ნაჩათლახარ თანამშრომლებს დავაფიქსირებთ. არ ვიცი, ეს კანონით როგორ რეგულირდება, მაგრამ აუცილებელია. დადიან აქედან-იქით და იქიდან-აქეთ. ერთ თანაფორუმელ იურისტთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვეღარ მოიცალა სუბიექტური მიზეზების გამო და დარჩა ასე...
ახლა სხვა კონკრეტულ მაგალითებსაც გეტყვით:
ერთი თანამშრომელი იყო, რომელმაც გაწია 5 ათას ლარამდე (ბოლო პერიოდს ვუბნობ. მსგავსი ბევრია )
აღიარა ვალი და მიდევს მაგიდაზე აღიარება და ამბები.
და იცით, კიდევ რამდენია მსგავსი აღიარება?
რა მექნა?
4 შვილი ყავს, 1 შვილი ყავს, ცოლი ორსულად, მარტოხელაა, ბებია 37 წელს დაუხვრიტეს, ერთი მოკვდა ნერვიულობით, 8 ათასი რომ გაწია...
ამ ყველაფერს ვინ აანაზღაურებს?
არ ვუშლი არცერთ თანამშრომელს, რომ მიიღონ საჩუქარი და მსგავსი რაღაცეები. მოგეხსენებათ, რომ თითქმის ყველა სადისტრიბუციო გრევებს ურიგებს თანამშრომლებს. ბევრგან უშლიან ამ რაღაცეებს, მაგრამ მე არა (არ გეგონოთ, რომ ეს ჩემი პლუსია. უბრალოდ არ ვუშლი და შეიძლება ცუდიც არის. ათს რომ აძლევ, მერე ასს ითხოვენ).
ბოლო პერიოდში ძალიან გავამკაცრე კონტროლი და რამდენიმე ადამიანი თავისით წავიდა. აი არანაირი ძალდატანება და რამე... უბრალოდ, ვეღარ აიტანეს რომ ჩათლახობის კოეფიციენტი მინიმუმამდე დაეცა.
კრებებზე არაერთხელ ვკითხე თანამშრომლებს: რა არის პრობლემა, რა გინდა, რომ არ იჩათლახო. რამდენი გინდა ხელფასი, რომ არ მომატყუო და ფაქტიურად პრეტენზია არ გამოთქმულა იქიდან გამომდინარე, რომ კონსესუსი იქნა მიღწეული და ბრუნვიდან გამომდინარე ეძლევათ ხელფასი, მაგრამ არის აქ ერთი "მაგრამ"... "მეძლევა შანსი და უნდა ვიჩათლახო! რა უნდა ვქნა?“.
ბევრი გამიშვია და ხმა ვერ ამოუღიათ იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი იყო ჩემ მიერ მათი განთავისუფლება. ასევე მქონია შემთხვევა, რომ სხვა თანამშრომლების თხოვნით დამიტოვებია და მერე ან კიდე უჩათლახიათ, ან კეთილსინდისიერად გაუგრძელებიათ მუშაობა (ოღონდ იშვიათად).
ბევრს გონია, რომ ეს მაღაზიის მეპატრონეები დიდი კუშის მფლობელები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან დიდი კონკურენციაა, დიდი ხარჯია და იმ დიდი ბრუნვის მიუხედავად, ჩვეულებრივი, ნორმალური შემოსავალია.
არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რაც შეეხება ვადაგასულ პროდუქციას და ა.შ...
ეს დიდწილად მეპატრონის მინუსია და უნდა განსაზღვროს, რა როგორ აიღოს და რა პირობები ჰქონდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან.
კიდევ ერთი საკითხი (ნაშა გამყიდველ-პერსონალი )
არანაირად არ მაქვს გართულება ასაკზე. 47 წელი მაქვს საშუალო ასაკი (წინა დღეებში დავთვალე და ესეც იმის გამო, რომ სადღაც 30% ვართ ნორჩები )
მოდით რა...
ვინც მაღაზიაში მუშაობთ, დისტრიბუციაში და ა.შ. თქვენ გულებშიც ჩაიხედეთ, რამდენს სცოდავთ. იპარავთ საწყობიდან. მაღაზიებში შეტანის დროს იღებთ ყუთებიდან და მერე მარო ბებოს ბუტკებში ასაღებთ ამ ყველაფერს.
ნუ გადაიტანთ ყველაფერს კეთილსინდისიერ გადამხდელებზე და ა.შ.
დისტრიბუტორებს სახლებს აზალოგებინებენ უფროსები, რო რამე, ფულის ამოღება რომ შეეძლოთ. და ბევრი დისტრიბუტორი მაინც ჩალიჩობს და თავის ოჯახებს უსახლკაროდ ტოვებს.
ბევრჯერ დამიწერია ამ ფორუმზე სხვადასხვა ქსელის ჩათლახობებზე ფასების ამბავში, მაგრამ სტაფის კეთილსინდისიერებაზე ეხლა აგორდა ტალღა და ჩემი სათქმელიც ვთქვი, რომ ასე თუ ისე ობიექტურები ვიყოთ. გასაგებია, რომ რაღაც პონტში შეიძლება ვცოდავდეთ, მაგრამ სჯობს ორივე მხარეს შევხედოთ.
15 მუშა მყავს დაახლოვებით. მხოლოდ სამი დამთანმხდა იმაზე, რომ საწყობი ჩაიბაროს და იყოს პასუხისმგებელი. იცით რატომ? დანარჩენს არ ანაღვლებდა. უბრალოდ ეკიდა!!! იპარავს, შეკრულია დისტრიბუტორთან და მე რაც უნდა მივცე, იმდენივეს გამოიმუშავებს მოპარვით.
ჩაბარების შემთხვევაში არ მოუწევდა ფიზიკური მუშაობა (მხოლოდ მეგრული და კალკულატორი), მაგრამ არ უნდოდა! არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება და პასუხი იყო - სუხო, ბაზარი არ არის, ყურადღებით ვიქნებით, მაგრამ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. აი რატომ თუ არ არის აქ მოპარვა და ა.შ...?
ეგრეა მოკლედ და რა ვქნა, ხალხო?
იმედია ჩვენი ძველი იუზერი სპორტი და aitola შემოამატებენ ამ პოსტს ერთ ორ სიტყვას.
ეს მე მოვყევი კონკრეტულად ჩემი გადმოსახედიდან და გვერდში ვუდგავარ იმ ქსელებს თუ ცალკეულ მაღაზიებს, ვის მიმართაც გამოითქვა პრეტენზიები.
იმედია, საფუძვლიან პრეტენზიებს გაითვალისწინებენ და ყველაფერი იქნება ნორმალურად.
ვიცი რომ, ვარ ღორი კაპიტალისტი, რომელიც თეთრ ქართველებს უყურებს, როგორც ჯანგოს და თავს ნუ შეიწუხებთ შეხსენებისთვის.
პატივისცემით ეკა ქალდავა

ბაიუ ბაიუ სლიპ
This post has been edited by SPLIYVI on 10 Feb 2017, 03:03