ლევან კობერიძე, მიხელ ყაველაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე, დეპუტატ მიხელ ყაველაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
როგორც კობერიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ყველა თემაზე რეალობა აბსოლუტურად დაამახინჯოს.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ვარ ძალიან აღშფოთებული ამ ფაქტით და ვითხოვ თქვენგან ბოდიშს. ჩვენს კოლეგაზე, ჩემს მეგობარ მიშა ყაველაშვილზე თქვენმა კოლეგამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იგი არის ნასვამი. აგერ არის ბატონი მიშა და თქვენ კოლეგებში მოიკითხეთ, ვის გვერდზე მოხდა ეს ყველაფერი. ცოტათი დაფიქრდით, როცა ასეთ რაღაცას აკეთებთ. ეს თამაში არ არის, მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, შვილებს, მგონი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. სანამ დამთავრდება სხდომა, ვითხოვ ამ საკითხზე რეაგირებას“, - მიმართა კობერიძემ საპარლამენტო უმცირესობას.
აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. „შემაშფოთებელი ფაქტია ნამდვილად. ერთ-ერთმა დეპუტატმა ნამდვილად გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. ეს იყო ცილისწამება და მინდა გთხოვოთ, ფრთხილად მოეკიდოთ ერთმანეთის რეპუტაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...s-ithkhovs.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo