ბევრი კომპანიის პირობები რომ დრაკონული იყო, არავინ დაობს, მაგრამ მართებული გამოყენებითაც რომ არ გამოვირჩევით, ეგეც ფაქტია.
რამდენიმე სესხი მაქვს მე პირადად და სულ ვცდილობ ვადამდე დავფარო, მიუხედავად იმისა რომ საკომისიო და ეგეთების ხარჯს მაინც გასული ვარ და თანაც ვიცი, რომ მალევე ახალი სესხის აღება შეიძლება დამჭირდეს.
ფსიქოლოგიურად ვერ ვიტან სესხს.
ზოგი კი პირიქით, აღებულ ფულს იმწუთსავე ნაჩუქარად აღიქვამს და დაბრუნების ვალდებულების შესახებ აღარც ახსენდება.
ამიტომ, რაც უნდა მძიმე იყოს, შეუძლებელია (და ალოგიკურიც) მევახშისგან (ყველა საკრედიტო ორგანიზაციის არსი ეგაა-ყიდიან ან აქირავებენ ფულს) მხოლოდ ძირის დაფარვის პირობაზე შეთანხმების მოთხოვნა (ჯარიმაზე კიდევ შეიძლება სამართლოში დავა, მაგრამ პროცენტს გარკვეულ ფარგლებში ალბათ მაინც ვერ წაუვალთ)
რაც შეეხება, ჩემის აზრით ახალი რეგულაციების უკუეფექტებს:
1. ფუჭი მოლოდინების შექმნა, რომ ძველ დავალიანებებს ჩამოაწერენ, არადა პირიქით - შემოსავალ-შემცირებული კომპანიები მასობრივად მიაწყდებიან კოლექტორებს და ძველი გაცუდებული პროტფელის სესხების მაქსიმალურად ამოღებას შეეცდებიან;
2. ლარი გაძვირდა და გაცემა გაძნელდა - 100კ-მდე სესხების გაცემა მისო-ებს მხოლოდ ლარ შეეძლებათ, ამდენი ლარი კი მათ არ აქვთ, ხოლო ეროვნულს არ შეუძლია მათზე რეფინანსირების სესხების გაცემა, ამიტომ ასეთიი ხელრხი მოიგონეს: ეროვნულში მისო გირაოს სახით მიიტანს დოლარს და იმის 80%-ს ლარის სახით ბანკების მეშვეობით წაიღებს უკან , ანუ მისო იხდის ერთის მხრივ დოლარის პროცენტს, მეორეს მხრივ ბანკის მარჟას (დაბალს, მაგრამ მაინც მარჟას) და ამას ზემოდან უნდა დაადოს თავისი მოგება.
ვინაიდან, ეფექტური პროცენტის და ჯარიმების ზედა ზღვარიც შემოსაზღვრულია, უნდა მაქსიმალურად დააზღვიოს რისკები და ფული მისცეს მხოლოტ მეტ-ნაკლებად გარანტირებულ კარგ გადამხდელებს, რც დანარჩენ კატეგორიას უგირავნო სესხის აღების შანსს ფაქტიურად მოუსპობს.
3. ლარი გაუძვირდა ბიზნესსაც - ანუ, ლარის გაძვირებამ (და შეაბამისად ბაზრიდან რაღაცფულადი მასის გაქრობამ) მოკლევადიანი ეფექტი იქონია ლარის კურსის გამყარებისკენ, მაგრამ გრძელ ვადაში, საბრუნავი სახსრების ნაკლებობა ბიზნესის მინავლების წინაპირობაა.
ხოდა, იავი, იავი, ჯამში ეს ყველაფერი რა პოზიტივს მოიტასნ, ჯერჯერობით კრგად ვერ ვხვდები.
თუ ვინმემ იცის, იქნებ დაწეროს

))