anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#49913538 · 12 Feb 2017, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯანსუღ ჩარკვიანმა ესენგეში საქართველოს შესვლას ლექსი მიუძღვნა: "შეხვალთ? დედა "მოგეკვლებათ", თუ არ შეხვალთ - დედ-მამა" სოხუმის დაცემიდან ექვსი თვის შემდეგ, 1994 წლის 1 მარტს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის წესდებას შეუერთდა. დარბაზში იყო წინააღმდეგობა ოპოზიციის მხრიდან, იყო ყვირილი, სტვენა, პულტების მტვრევა, მაგრამ უმრავლესობამ თავისი გაიტანა. დსთ-ში შესვლის წინააღმდეგ 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა. საერთაშორისო თანამეგობრობაში 149 პარლამენტარი გაწევრიანების მომხრე იყო. მათ შორის ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს აქტიურად გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ისინი ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს არწმუნებდნენ, რომ თუ ჩვენი ქვეყანა დსთ-ს სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა, მაშინ რძის მდინარეები წამოვიდოდა, შოკოლადის მთები წამოიმართებოდა და რუსეთი საქართველოს ძეხვეულით გაავსებდა.
ჩვენ გვინდოდა რძე და ძეხვი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია იხსენებს: "იმ პერიოდში არავინ ამბობდა, რომ დსთ-ში შესვლა რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი იყო. საერთაშორისო თანამეგობრობაში გაწევრიანების მომხრეთა ძირითადი არგუმენტაცია იყო ის, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ მოგვიტანდა შოკოლადის მთებს, სიმდიდრეს, სიუხვეს, ეკონომიკურ აღმავლობას... დსთ-ში შესვლით აბსოლუტურად ყველა პრობლემა გადაიჭრებოდა და ჩვენ უმოკლეს ვადაში ვხდებოდით მაღალ დონეზე განვითარებული ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტაშის გრიალი ატყდა და პარლამენტარებმა სამახსოვრო სურათებიც კი გადაიღეს".
"გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გია ბარამიძე, რომელიც დსთ-ში გაწევრიანების აქტიური მომხრე გახლდათ, ჩვენს გაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს საქართველოში იგივე სიტუაცია რომ შეიქმნას, როგორიც 1994 წლის ადრიან გაზაფხულზე იყო, ის ისევ დსთ-ში გაწევრიანების მომხრე იქნება: "ჩვენ დსთ-ში შესვლას მივეცით ხმა და მაშინ ისიც ვთქვი, რომ მოვლენები იმგვარად წარიმართება, ცოტა ხანში იქიდან ჩვენს გამოსვლას ვერავინ გაიგებს, რადგან დსთ გამოსასვლელადაც და კარის მოსაჯახუნებლადაც აღარ ივარგებს, რადგან კარი აღარ ექნება-მეთქი".
ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა მაშინ პარლამენტის წევრი გახლდათ. მისი თქმით, კენჭისყრის დროს რუსეთის მხრიდან არანაირ ზეწოლაზე არ საუბრობდნენ: "დსთ-ში შესვლის მომხრეები ამბობდნენ, რომ თუ საქართველო დსთ-ში შევიდოდა, იქნებოდა რძის მდინარეები და რუსეთი ძეხვეულით გაგვავსებდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, ღამით, დსთ-ში შესვლის თაობაზე ტელევიზიით პირველად განაცხადა პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ. მაგრამ, პარლამენტში ისეთი განწყობა იყო, რომ ამ საკითხის გატანა 1994 წლის 1 მარტამდე გაჭიანურდა. ამ პერიოდში კი შევარდნაძემ თავისი მორჩილი უმრავლესობა შეამზადა. თითოეულ დეპუტატს "ამუშავებდნენ". ერთ ხნიერ პარლამენტარს (რომელიც გენერალი გახლდათ) მეუღლე გარდაეცვალა. პანაშვიდებზე მისვლა ვერ შევძელი. 1 მარტს დაკრძალვა იყო. პარლამენტის სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას გავრბოდი, უნდა მიმესამძიმრებინა. ამ დროს კიბეებზე თვითონ ის ადამიანი ამოდის, ვისთვისაც უნდა მიმესამძიმრებინა.
ცოტა არ იყოს, შევცბი - ნახევარ საათში ცოლი უნდა დაეკრძალა და პარლამენტში მოიყვანეს! ზურაბ წერეთელი, რომელიც მაშინ პარლამენტარი გახლდათ, სადღაც ვორონეჟში თუ ტამბოვში იყო წასული. იქ მიაგნეს და ჩამოიყვანეს"
ჟურნალ "ქრისტიანული-დემოკრატიის" გამომცემლის, ირაკლი შენგელაიას თქმით, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო, კენჭისყრის დროს დარბაზში ძალიან მძიმე ატმოსფერო სუფევდა: "გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპოზიციურად განწყობილმა ერთმა განრისხებულმა დეპუტატმა პულტი დაამტვრია. პარლამენტარმა ლუიზა შაკიაშვილმა კი საბჭოთა კავშირის ჰიმნის მღერა წამოიწყო და ამით დსთ-ში შესვლის მხარდამჭერებს დასცინა.
ფაქტობრივად, სხდომა ყალბ, ვერბალურ სივრცეში მიმდინარეობდა. ხელისუფლებას ან უნდა მიეღო დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება, ან რა დატრიალდებოდა საქართველოში, ეშმაკმა უწყის. მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. ლაპარაკი იყო მხოლოდ ეკონომიკურ აღმავლობაზე... სახელმწიფოს მეთაურზე მაშინ გარეფაქტორებზე გაცილებით მეტ ზეწოლას ახდენდნენ შიდა-პოლიტიკური ჯგუფები, მისი მუდმივი მხარდამჭერები: ომი წაგებული გაქვს, დამარცხებული ხარ და დსთ-ში უნდა შეხვიდეო. ლამის ყვირილამდე მიდიოდა საქმე.
დსთ-ში შესვლის მომხრეები და იმჟამად შევარდნაძის მხარდამჭერები დღეს რატომ არიან რუსეთის ყველაზე დიდი მძაგებლები და ოპოზიციონრები, ეს მათი საქმეა და თვითონ არკვიონ. სხვათა შორის, მე ისიც მახსოვს, რომ
დსთ-ში შესვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა: რუსეთისა და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში ერთმანეთს ემთხვევაო"
"აფერისტებო, ბანდიტებო!"
ჩვენმა გაზეთმა მოიპოვა 1994 წლის 1 მარტის პარლამენტის სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ჩანაწერიდან:
ედუარდ შევარდნაძე: "დსთ-ს შემადგენლობაში შესვლას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. როდესაც ჩვენ სხდომებს მეთვალყურის სტატუსით ვესწრებოდით, გვეუბნებოდნენ: თუ თქვენ გნებავთ ასეთი თანამშრომლობა, როგორიც დსთ-ს წევრებს გვაქვს ერთმანეთში, მაშინ, გახდით დსთ-ს წევრი და ვილაპარაკოთ იმ ფასებზე და შეღავათებზე, რომლებიც განსხვავდება მსოფლიო ფასებისაგან". ეს განსხვავება ძალიან დიდია: 20-30, ზოგჯერ - 40%-იც ძირეულ სახეობებზე, ნედლეულზე და სხვა".
ზურაბ ჟვანია: "დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის ორ ძირითად, ყველაზე კარგად გამოკვეთილ საფრთხეს ვხედავ. ერთი გახლავთ ტერიტორიული საკითხი და მეორე, ეკონომიკური კატასტროფის საკითხი. ამ ორი საკითხის გადაწყვეტისას დსთ-ში შესვლამ რომც არ ითამაშოს გადამწყვეტი როლი და რომც არ განაპირობოს ცალსახად აფხაზეთის დაბრუნება, ან რაღაც გრანდიოზული ეკონომიკური შეღავათების მოცემა საქართველოსთვის, არშესვლა სავსებით ცალსახა შედეგებს გამოიღებს როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოს სხვა არანაკლებად ფეთქებად რაიონებში. ანალოგიური შედეგები იქნება ეკონომიკური კრიზისის მკვეთრი გაუარესების თვალსაზრისით. დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებით, პირადად მე გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას".
ირინა სარიშვილი: "საბოლოოდ ნუ დავაკანონებთ იმას, რაც შეიძლება საქართველოსთვის საკმაოდ არასასურველი აღმოჩნდეს არცთუ ისე შორეულ მომავალში. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ დსთ-ში შეღავათიანი ფასები იქნება, რაზეც მე ეჭვი მეპარება, მაგრამ შეიძლება, იყოს... 40%-ს რომ დააკლებენ ჩემთვის, ან რომელიმე ჩვენგანისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ის 40% დაკლება სახელმწიფო ხაზინას არ შეეტყობა და ისევ ვიღაცები...".
ირაკლი წერეთელი: "საკითხის ისე დაყენება, რომ დსთ-ს გარეშე ქართველი ერი ფიზიკურად არსებობას შეწყვეტს, ერის შეურაცხყოფაა".
ნოდარ ნათაძე: "...დსთ-ში შესვლა დაუშვებელია".
ჭაბუა ამირეჯიბი: "ვერაფერ ტრაგიზმს ვერ ვხედავ იმაში, რომ დსთ-ს გაერთიანებაში შევიდეთ".
მანანა გიგინეიშვილი: "თანამეგობრობა უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"
ედუარდ შევარდნაძე: "დავკარგეთ აფხაზეთი, ქობალიას რაზმები ქუთაისს მოადგა. წყალტუბო თითქმის აღებული იყო. საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. ჩვენ მასიური ხოცვა-ჟლეტისთვის ვიყავით განწირულნი. მაშინ მართლაც ტრაგიკულ დღეებში ვეახლე მოსკოვს. ვთხოვე, დაეცვათ მაგისტრალები, ჩვენი პორტები, რადგან დაიკავეს და გაძარცვეს ფოთი, სამტრედია. თბილისისაკენ მომავალი ყველა არტერია გადაიჭრა. ზუგდიდში შემოიჭრნენ კბილებამდე შეიარაღებული რაზმები აფხაზების, ჩეჩნების... ამიტომ ვთქვი: შეიძლება გამასამართლონ, შეიძლება დახვრეტა, ჩამოხრჩობა მოგვისაჯონ, მაგრამ როცა კაცი დარწმუნებული ხარ, რომ ამან შეიძლება ქვეყანა გადაარჩინოს, მაშინ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. არ გავექეცი ამ პასუხისმგებლობას. მაშინ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველო დსთ-ში შესულიყო".
თავმჯდომარე: "მოვემზადოთ კენჭისყრისათვის (ხმაური დარბაზში).
თამარ ჩხეიძე: "პარტიებს რატომ არ მიეცით სიტყვა, რა უფლება გაქვთ? მთელი მსოფლიო გაიგებს ამას. "ზვიადისტებო" და ბოლშევიკებო. აი, ესა ხართ თქვენ"!
ლუიზა შაკიაშვილი: "ისე იქცევით, როგორც გამსახურდიას პარლამენტი".
თავმჯდომარე: "დსთ-ში შესვლის მომხრეების სიას თქვენი თანდასწრებით წავიკითხავ. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის" (ყვირილი დარბაზში).
რუსუდან ბერიძე, ვიცე-სპიკერი: "სიას მე წავიკითხავ".
ვახტანგ რჩეულიშვილი: "რატომ, არ გვენდობით, ქალბატონო რუსუდან?"
თავმჯდომარე: "მართლა ბანდიტები არიან. რა მოგივიდათ? აბა, ჭკუით იყავით ცოტა!"
რუსუდან ბერიძე: "ვკითხულობ დსთ-ში შესვლის მომხრეთა სიას: აბალაკი გივი, აბაშიძე ასლან, აბესაძე ინგუშა, აბულაძე თენგიზ, ადამია ჯემალ, ადამია რევაზ, ალექსანიანი ფერდინანდ, ამირეჯიბი მზეჭაბუკ (ჭაბუა), ანდრიაძე ირაკლი, არველაძე ტახირ, ახმეტელი გიორგი, აჯიაშვილი სიმონ (ჯემალ), ბალაშვილი ვლადიმერ, ბარამიძე გიორგი, ბარამიძე მალხაზ, ბაშალეიშვილი დავით, ბახტაძე დემურ, ბერიანიძე შალვა, ბერიძე ალექსანდრე, ბერიძე ჯემალ, ბრეგაძე აკაკი, ბუაჩიძე თენგიზ, გაზდელიანი თენგიზ, გამყრელიძე თამაზ, გაჩეჩილაძე გიორგი, გელაძე ავთანდილ, გელაძე ვაჟა, გეწაძე გურამ, გვერდწითელი მიხეილ, გიგინეიშვილი მანანა, გოგუაძე ვახტანგ, გოდერძიშვილი გელა, გორგოძე ჯემალ, გულუა ბაკურ, დოლიძე როსტომ, დოლმაზაშვილი ავთანდილ, ელოშვილი ომარ, ენუქიძე ზაზა, ვარდოსანიძე ლევან, ველიჯანაშვილი გოდერძი, ზუხბაია ოთარ, თავართქილაძე ანზორ, თირქია ლედი, თუმანიშვილი გრიგოლ, იაკობიძე ვაჟა, იორამაშვილი გივი, იოსელიანი ჯაბა, კალანდაძე თენგიზ, კალაძე რობიზონ, კალანდია გენო, კეკელია შალვა, კვარაცხელია ვალერი, კიკნაძე გიორგი, კირთაძე ნესტან, კიტოვანი თენგიზ, კობაიძე ალექსი, კობერიძე ნუგზარ, კოპალეიშვილი თეიმურაზ, კოხია ოთარ, კოხრეიძე ნოდარ, კურტანიძე ჯუმბერ, ლეკიშვილი ნიკოლოზ, ლითანიშვილი ოთარ, ლიპარტელიანი როინ, ლობჟანიძე გივი, ლომინაძე გივი, ლომსაძე ბორის, ლორთქიფანიძე გრიგოლ (გიგა), ლორთქიფანიძე ვიქტორ, ლორთქიფანიძე როზა, მამალაძე ლევან, მამრაძე პეტრე, მამულია გურამ, მანძულაშვილი მიხეილ, მარშანია ადა, მახალდიანი სოსო, მგელიაშვილი თეიმურაზ, მეგუთნიშვილი სოსო, მიმინოშვილი რომან, მუჩაიძე გურამ, მჭედლიძე მიხეილ, ნადარეიშვილი თამაზ, ნათელაშვილი შალვა, ნაკაშიძე ბადრი, ნოღაიდელი ზურაბ, ოთარაშვილი ვაჟა, ორჯონიკიძე იზა, პატიაშვილი ჯუმბერ, ჟვანია ზურაბ, ჟორჟოლიანი გია, რივკინი მარკი, რჩეულიშვილი ვახტანგ, რუხაძე სერგო, სნხჩიანი ჟორა, უსტიაშვილი გურამ, ფენდერავა არნოლდ, ქარცივაძე ნოდარ, ქაშაკაშვილი ამირან, ქაჯაია მერაბ, ქველაძე ზურაბ, ქვლივიძე გელა, ღარიბაშვილი ქართლოს, ღოღობერიძე ლანა, ყოლბაია ვახტანგ, შაიშმელაშვილი გიორგი, შენგელაია ელდარ, ჩარკვიანი ჯანსუღ, ჩარქსელიანი ანზორ, ჩიტლოვი დიმიტრი, ჩხენკელი მიხეილ, ცივაძე დავით, ცინცაძე თამაზ, ციციშვილი ჯიმშერ, ციხელაშვილი ტარიელ, ციხისთავი გია, წერეთელი ზურაბ, წითლანაძე გიორგი, წიკლაური მევლუდ, წოწონავა ანზორ, ჭეიშვილი რევაზ, ჭელიძე ივერი, ხარატიშვილი იოსებ, ხაჭაპურიძე ვაჟა, ხვედელიძე გივი, ხიზანიშვილი რამაზ, ხუციშვილი ომარ, ჯაფარიძე რევაზ, ჯეირანაშვილი ნიაზ, ჯიბლაძე ალექსანდრე.
შევარდნაძეს მამა შეეცოდა
ხმა დარბაზიდან: "შიგნით უშიშროების და მილიციის ხალხია. ამიტომ ეს კენჭისყრა უკანონოა. აფერისტებო (დარბაზში სტვენაა)!
რუსუდან ბერიძე: "მოწინააღმდეგეთა სია...".
ვახტანგ რჩეულიშვილი: "არ გვაინტერესებს".
რუსუდან ბერიძე: "ვკითხულობ დსთ-ში შესვლის მოწინააღმდეგეთა სიას.."
პარლამენტართა უმრავლესობის თანხმობით საქართველო თანამეგობრობის სახელმწიფოთა წესდებას შეუერთდა.
პოეტი და პარლამენტარი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს: "დსთ-ში შესვლას კენჭი რომ ვუყარეთ, მეორე დღეს პარლამენტის ფოიეში ჩემს მეგობარ ელდარ შენგელაიას ვიღაც ელაპარაკებოდა. ელდარს გადავეხვიე, მივესალმე. მეორე კაცი არ მომესალმა და ხელგაწვდილი დამტოვა. მე ვუთხარი, რა არის, ლენინივით ხელგაწვდილი რომ დამტოვე-მეთქი და მე იმ კაცს ხელს არ ჩამოვართმევ, ვინც შევარდნაძის დაძახილზე დსთ-ში შესვლაზე ხელი მოაწერაო. მე შაირი მეხერხება და იმ კაცს ლექსად მივუგე:
"ასე გვითხრა შევარდნაძემ, ტრიბუნაზე შემდგარმა: "შეხვალთ? დედა "მოგეკვლებათ", თუ არ შეხვალთ, დედ-მამა"
რასაკვირველია, ეს ლექსი ედუარდ შევარდნაძემდე მივიდა. მოგვიანებით ერთმანეთს შევხვდით და შევარდნაძემ მითხრა: ბიჭო, რა ტიპი ხარ, მამა შემეცოდა, მამაო".
ასე გახდა საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი. მაგრამ დაპირებული შოკოლადის მთები და რძის მდინარეები დღემდე არსად ჩანს.
|