#49917389 · 12 Feb 2017, 22:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ევროკავშირში ასეა, ევროასოცირება გვიშველის და მაგ ზღაპრებით მხოლოდ გულუბრყვილო თუ მოიტყუებს თავს. საკმაოდ დიდი უმუშევრობაა ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთში ახალგაზრდობის 40-მდე პროცენტი სამუშაოს ეძებს. ანალოგიურად საბერძნეთშიც უკვე რამდენიმე წელია დიდი კრიზისია. ლიტვიდან უმუშევრობის გამო 2 მილიოონი ადამიანი უცხოეთში წავიდა და 5 მილიონიანი ქვეყანა 1989 წელს, დღეს 3 მილიონიანია. ხოლო ხელფასებს რაც შეეხება, ვინც მუშაობს ჩვენთანაც ძალიან ბევრი საკმაოდ კარგ ხელფასს იღებს, ხოლო რაც რუმინეთ-ბულგარეთშია, ისეთი ხელფასი ჩვენთანაც თითქმის მინიმალ;ურად ითვლება. ევროკავშირში მაღალი დასაქმება და კარგი ხელფასებია განვითარებული ინდუსტრიის ქვეყნებში. ამიტომ სწორედ დასავლეთის ინსტრუქციებით ჯართად კი არ უნდა გვექცია ჩვენი ქარხანა-ფაბრიკები, სადაც ბევრი თანამედროვე ჩარხები იდგა, არამედ უნდა განგვევითარებინა ეროვნული წარმოება. ამ პოლიტიკის გატარება თუ არ მოხდება, ვერც ევროკავშირი გვიშველის და ვერც ამერიკის მეგობრობა.
|