სიმართლეს ამბობ
მაგათი გმირებად წარმოჩენა ეროვნული მოძრაობისას დაიწყო. 9 აპრილის პერიოდში.
თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდები,
რომლებსაც იმპერიიდან თავის დაღწევა უნდოდათ და ბლაბლა, რაც იყო პროპაგანდის ნაწილი
ამას წინ უძღოდა მეორე უკიდურესობა - მათი გატერორისტება და მტრის ხატის შექმნა, აქაც პროპაგანდა, ოღონდ მეორე მხრიდან.
რეალურად, კრიმინალები არ იყვნენ ეგ ადამიანები და არც ტერორისტები, როგორც ასეთი.
და არც ეროვნული გმირები და თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები ყოფილან.
ობიექტურად, ძალიან რთული თემაა
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამართლება არ აქვს მათ ქცევას და ამ შემთხვევაში, 100% სახელმწიფოს მხარეს ვარ (არა საბჭოთა კავშირის, არამედ სახელმწიფოსი, ზოგადად) არც მათ დახვრეტას ვამართლებ.
მაგრამ ეს დახვრეტაც ლოგიკური იყო, რეჟიმი აუცილებლად სამაგალითოდ დასჯიდა ასეთ ქცევას.
ბევრი "მაგრამ" არის აქ
და ყველა "მაგრამ"-ს თავისი არგუმენტი აქვს, რომელ არგუმენტებსაც მეორე "მაგრამ" -ები აბათილებს
ერთი მხარეა ამათი გულუბრყვილობა (ნუ, ასე გვეუბნებიან ჩვენ)
და შედეგების გაუაზრებლობა (თურქეთში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე უნდა დაესვათ თვითმფრინავი, რა სმაილიკი დავწერო აქ

) ))
და აქედან გამომდინარე უპასუხისმგებლოდ ჩადენილი ქცევა სავალალო შედეგებით
(ისე, ამ შედეგებში რეჟიმსაც მიუძღვის წვლილი, მაგრამ პროვოცირება ამათგან იყო)
მეორეა რეჟიმის დაუნდობელი რეაქცია, - დახვრეტა და სამაგალითოდ დასჯა, რაც ძალიან ლოგიკური და მარტივად პროგნოზირებადი იყო.
იმდენი ვწერე, მგონი მე თვითონ დავიბენი
მარა მართლა რთული თემაა. არაა ცალსახა.
ფილმს რაც შეეხება კიდე, რაც ზემოთ ჩამოვთვალე არგუმენტები (და მგონია რომ სწორი)
ვერცერთი ვერ დავინახე ეკრანზე. ან თუ რამე გამოჩნდა, ისიც ძალიან სუსტად.
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
https://www.instagram.com/obscura_vibes/
https://www.facebook.com/obscura.vibes