#49944975 · 16 Feb 2017, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
makvala
| QUOTE | | ხუთი წლის წინ რაც არ უნდა მძიმე ნარკოტიკი ჰქონდეს გასინჯული, თუ ეს ერთჯერადია, ნებისმიერი დაიკიდებს... |
ამაშია სწორედ საქმე რომ თუ ბაზაში იქნება შენ ვერ დაიწყებ იმის გარჩევას დამსაქმებელმა წერა-კითხვა იცის თუ ბნელია... ნახავს ბაზაშია? შეიძლება სულ დაიკიდოს იმან ერთხელ მოიხმარა თუ 500ჯერ, უბრალოდ არ აიყვანს ესეთს... ზიზღი აქვს ძალიან ბევრს თუნდაც ყოფილი მომხმარებლების მიმართ... მოკლედ წარსულში ქექვა ამ მიმართულებით არის იმდენად ცუდი თვისება რომ ამ სიტყვის დაწერა აქ არ მსურს. დამსაქმებელმა უნდა შეამოწმოს აყვანის მომენტში, ყველანაირი ტესტით იქნება ეს უნარები, ფსიქოტექტი თუ ნარკოტესტი. არ აწყობს რაიმე? არ აიყვანს... მარტივია... დამალვის ფაქტს რაც შეეხება, შენ გაგიკვირდება და უამრავი ახალი ტიპის ნარკოტიკი არსებობს რომელსაც ვერცერთი ტესტი ვერ აგდებს, ასევე ამ ადამიანს გარეგნულად ვერაფერს შეატყობ სიფხიზლეში, ანუ თუ მხოლოდ თავისუფალ დროს მოიხმარს ნარკოტიკებს... ესეთი ფაქტები რამდენიც გინდა იმდენია და პირადად მეც კი ვიცნობ. აი ვერანაირად რომ ვერ გაიგებ ადამიანი მომხმარებელი არის თუ არა (თუ სპეციალიზებული არ ხარ ამ მიმართულებით) რა თქმა უნდა ამას მოხერხებულობა და ჭკუაც უნდა... ნუ გგონია რომ ყველა მომხმარებელი ბომჟი და სახეწაშლილი ტიპია. შენც კი დარწმუნებული ვარ ძალიან ბერვ ადამიანს იცნობ ვინც მომხარებელია მაგრამ აზრზეც არ ხარ მათი გატაცების.
მოკლედ ნარკოტიკებსაც გააჩნია და მის მომხმარებელსაც, უამრავ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული და შენ ყველას ერთ ქვაბში ხარშავ სიმარტივისთვის. მარტივ გზას ნახულობ და იმაზე არ ფიქრობ რაიმე სხვა გზა არსებობს თუ არა... უბრალოდ არც კი გაინტერესებს. არ თქვა რომ ესე არ არის...
--------------------
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//
|