კაქტუს, ვთქვათ და დაელაპარაკნენ ამ საკითხზე.
როგორ გგონია, შერცხვებათ აზერებს და სხვანაირად იმოქმედებენ?

საქმე მარტივადაა ამ შემთხვევაში:
აზერბაიჯანს აქვს თავისი პოლიტიკა და აწვება იმას, მოგვწონს თუ არა.
რახან აქ აქვთ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანულის სწავლის პრობლემა, არანაირად არ ნიშნავს, რომ თავისი ნებით იგივეს გააკეთებს აზერბაიჯანის ხელისუფლება იქ მცხოვრები ჩვენებურების მიმართ.
თუ არ ხარ
ანგარიშგასაწევი ძალა, არავინ დაგიწყებს ფერებას.
ახლა, რომ უთხრა, ძმები და მეგობრები ვართ და შეცვალე პოლიტიკაო, იქნება აბსურდი...
თან, ძმობა და მეგობრობა არ არსებობს პოლიტიკაში.
არსებობს ინტერესთა თანხვედრა.
ეს პრობლემა არ წარმოშობილა გუშინ და გუშინწინ...
გახსოვს, დაახლოებით 10 წლის წინ მაშინდელი განათლების მინისტრი რომ ჩავიდა ჰერეთში, სახელმძღვანელოები ჩაიტანა და ინციდენტი მოხდა?
აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა რომ ხელი შეუშალეს იქაურ ბავშვებს, რომ შეხვედროდნენ ლომაიას.
კი, საჭიროა მოძრაობა, ორი აზრი არაა
გულხელდაკრეფილი დღესაც არ უნდა იჯდე, ბუნებრივია.
რისი რესურსი და შესაძლებლობაცაა (იქნება დიპლომატიური თუ სხვა)
მაქსიმალურად უნდა ეცადო ცვლილებებს
მაგრამ რაიმე დიდი გარდატეხა ამ რეალობაში ცოტა რთულად წარმომიდგენია...
This post has been edited by ფორცხოლი on 16 Feb 2017, 20:51
. .