თვითონ საყოელთაო დაზღვევა კარგი იყო რო შემოიღეს, ძალიან კარგი საქმე გააკეთა...
მაგრამ ძალიან ბერვი ხარვეზები იყო, თავიდანვე ხარვეზების გარეშე არც გამოვიდოდა...
მაგრამ იმის მაგივრად რომ ამ წლების გამოცდილებით ეს ხარვეზები აღმოაეფხვრათ და ოპტიმალური ვარიანტი მიეღოთ, მაგარ Y-ე გადაწყვეტილება მიიღეს...
არავინ ხეირობს ამ გადაწყვეტილებით, არც სახელმწიფოს უმცირდება ხარჯები, არც სადაზღვევისთვისაა კარგი და მითუმეტეს არც მოსახლეობისთვის...
პირიქით რომ იყოს, სახელმწიფოს ხარჯები შეუმცირდებოდა, რადგან კერძო დაზღვევა აანაზღაურებდა პირველ რიგში რასაც მისი პოლისი ფარავს და თუ რამეს არ ფარავს ან კონკრეტული პაკეტის ლიმიტი არ ყოფნის, შემდეგ ჩაერთვებოდა სახელმწიფო, რაც თანხებს დაუზოგავდა... თუ კერძო პაკეტის სრულ პაკეტს ვერ შეიძენდნენ, მოქალაქეებს საშუალება ექნებოდათ მცირე თანხის სანაცვლოდ კერძოდ შეეძინათ ის დამატებითი მომსახურებები, რასაც სახელმწიფო დაზღვევა არ ფარავს, მაგალითად სტომატოლოგია, მედიკამენტები, პროფილაქტიკური ანალიზები...
ყველაზე ცუდი რაღაც მოიფიქრეს რაც შეიძლება მოეფიქრებინათ...
ვიღაცისთვის უკეთესი ხო შეიძლება იყოს...
არავინ არ ხეირობს მაგით ქვეყანაში...
სახელმწიფოსთვის წამგებიანია, სადაზღვევოებისთვის წამგებიანია, მოქალაქეებისთვის წამგებიანი... ვინმე ჩინოვნიკი რო ფულის შოვნას აპირებდეს ლევად, ეგეც კი არ გამოვა ისეთი სისულელე მოიფიქრეს...
ქვეყანისთვის ცუდი ვისაც უნდა, იმათთვისაა ეს გადაწყვეტილება სახეირო...
* * *
ShooterN1შენ შემთხვევაზე ვკითხე ჩემ ძმას როგორ გააკეთა....
კოსტავაზე არის მოქალაქეთა მომსახურების სააგენტო, ჰალიკ ბანკის გვერდზე, საბურთალოს ბაზართან...
იქ უნდა მიიტანო ცნობა რომ სადაზღვევო არ გიფინანსებს მშობიარობას და კალკულაცია სამშობიარო სახლიდან...
და განიხილავენ და ერთ კვირაში მაქსიმუმ გაძლევენ საგარანტიო წერილს, რომელსაც მიიტან სამშობიაროში...
შენზე სადაზღვევო რადგან გიფინანსებს ნაწილს, იმ მცირე თანხას თუ დაგიფინანსებენ არ ვიცი, თუ გყავს ვინმე გამგეობაში რომ მუშაობდეს და ერკვეოდეს მასეთ საკითხებში, კითხე...
ისე 800 ლარი აქვთ საკეისროს ღირებულება, ეგრე ღირს სამშობიაროებში და შენ თუ ძვირიან სამშობიაროში აპირებ უკეთესი პირობების გამო, მაგის გულისთვის ზედმეტს არ დაგიფინანსებენ...
ანუ სადაზღვევო თუ 500-ს გიხდის, მაქსიმუმ 300-ს დაგიფინანსებენ...
ჩემი ძმის შვილიც საკეისროს შედეგად მოევლინა ქვეყანას და ჩემი რძლის პაკეტი არ ფარავდა მშობიარობას და რო შეიტანა განცხადება, 700 ლარი დაუფინანსეს... არადა 1500-ზე მეტი ღირს მგონი ჩაჩავაში... მოკლედ ლიმიტი საკეისროზე 800 ლარია და მასეც უნდა იყოს...
ვინმე მივიდეს და გააკეთოს განცხადება, ოჯახის წევრმა...
ორ დღეში მეეჭვება მოასწრო...
თუმცა შეიძლება შეიტანო განცხადება და შემდეგ ჩაგირიცხონ, მშობიარობის შემდეგ, ეგ არ ვიცი ოღონდ...
ამ თემას რაც შეეხება, დასახურია...
ვინც აქ პოსტავს, გონზე არაა რა შეიცვალა სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებით

ან რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, გააზრებული თუ აქვთ რო პოსტავენ

ვინც აქებს, მაინტერესებს, კონკრეტულად რატომ აქებს...
რა ხეირია ამ გადაწყვეტილებით ვინმესთვის მაინც....
This post has been edited by Frankens†ein on 17 Feb 2017, 12:54