ეგრე ამბობდნენ მანქანებზეც თავის დროზე

ცხენი გაცილებით სწრაფიაო და თან იაფიო
მარა აბა გამოიცანი ეხლა რაღირს 4 ცხენი + ეტლი + მეცხენე და რაღირს ერთი ჩვეულებრივი მანქანა თბილისში? და რომელი უფრო სწრაფი და სუფთაა...
ერთადერთი პლიუსი სისწრაფე არაქვს დრონს

დრონს 100 პლიუსი მაინც ექნება მარა მთავარს გეტყვი რა:
1. გადაადგილდება გზების გარეშე, ანუ შეუძლია მთაზეც აფრინდეს და მდინარეც გადალახოს
2. უაზროდ ბევრ ენერგიას ფერარი და ლამბორჯინიც მოიხმარს მარა მაგას ვინც ყიდულობს იმას პრესტიჟი და მაღალი ტექნოლოგიები უფრო ადარდებს ვიდრე გარემოს დაცვა ან საწვავის ფასი, თუმცა ამ დრონის მოხმარებული ელექტრო ენერგია იგივე დაჯდება რაც საწვავი ჯდება ავტომობილისთვის რადგან სულ 10-15 წუთი მოუწევს ფრენა და ელექტროობა ისედაც უფრო იაფია ვიდრე ბენზინი (1-2 ლარად იტენება ელექტრომობილები)
3. დრონი შეგიძლია გამოიყენო პირდაპირ სახურავიდან სახურავზე ისე რომ საერთოდ ეზოში გასვლაც კიარ მოგიწევს
4. სიამოვნება რასაც განსხვავებულისგან იღებ, მე რომ შემომთავაზონ რითი გინდა წაგიყვანო სამსახურშიო ლამბორჯინით თუ ამ დრონითო ავარჩევ დრონს, ვიღაცას უკვე ყავს ეს ლამბორჯინი თან 5 ცალი ხოდა უნდა რამე უფრო საინტერესო ხოდა იყიდის ამას, დრო მოვა და დრონებით აივსება ცა აი ნახავთ, ზოგ ქვეყანაში უკვე გამოიგონეს დრონების კონტროლის მეთოდები რომ დამრღვევები ჩამოყარონ ციდან ან მართვა გადაიბარონ და დასვან იძულებით
This post has been edited by RadioShack on 19 Feb 2017, 02:34