წინა გვერდები არ წამიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რომ პატარაია ამბობს ამას, წავიდოდა ამ თემაზე ღლიცინი.
ხო და ვინც ღლიცინებთ, გისურვებთ, ყველა თქვენთვის ძვირფას ასაკით პატარა გოგოს ემგზავროს 140, 88 და 61 ავტობუსებით დილისა და საღამოს საათებში

4 წელი მიწევდა ჯავახიშვილში ამ და კიდევ რამდენიმე ნომრით მგზავრობა და მინიმუმ 10-ჯერ მაინც მქონდა მსგავსი შემთხვევა. უმეტესად 40-45+ კაცები, ხშირად საკმაოდ ასაკოვნებიც. უადგილო მოკრობა-ხახუნით დაწყებული კაბის ქვეშ ხელის შეცურებით დამთავრებული ყველაფერი მაქვს ამ გატენილ ავტობუსებში გადატანილი. ჩემი ჯგუფელი გოგონების ნახევრაზე მეტსაც იგივე პრობლემა ჰქონდა.
ახლა რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, რატომ არ ვიღებდი ხმას, სულ რომ ვცდილობდი, როგორმე ჩავჩოჩებულიყავი, მოვშორებოდი იმ აქოთებულებს და ისინი სპეციალურად მომყვებოდნენ. ნუ, მრცხვენოდა, ასაკითაც არ ვიყავი დიდი და მერიდებოდა სავსე ავტობუსში ასეთ თემაზე ბაბუის ტოლ კაცთან მთელი ამბების ატეხვა. იგივეს ამბობდნენ სხვა გოგოებიც. ხო და ეს არანორმალურებიც სპეციალურად დაძვრებიან სტუდენტი გოგოებით გაჭედილ ავტობუსებში, იციან, უმეტეს შემთხვევაში პატარა გოგოებს გამბედაობა არ ეყოფათ, თავზე დაახურონ.
აქ ბევრისთვის სასაცილო თემაა შეიძლება, მაგრამ 18 წლის გოგოს რომ ზედ მოტმასნილი 50 წლის კაცი კაბის ქვეშ ხელს გიყოფს სცადეთ და წარმოიდგინეთ მაინც რა არის
ამ თემაში მპოსტავ ზოგიერთ ქალბატონს რომ არ გადახდენია, არ ნიშნავს, რომ არ ხდება.

პ.ს. არასოდეს არ მეცვა გამომწვევად და ამ თემას ნუ მიაწვებით, თუ გაგიჩნდათ სურვილი მაინც
This post has been edited by ValenTine_Kelly on 1 Mar 2017, 21:30