
5 მარტს, 13 საათზე თბილისთან ერთად ქუთაისსა და თელავში გაიმართება აქციები ! თბილისში ვიკრიბებით ვარდების/რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში პარლამენტთან ავტომობილებით, ფეხით, ველოსიპედებით, ბაიკებით (ყველაფრით ვისაც რით შეგვიძლია მოსვლა მოვდივართ!) ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასის გასაპროტესტებლად !
ჩვენი ერთად ერთი და უპირობო მოთხოვნა არის აქციზზე ფასის დაკლება, აქციას ექნება პერმამენტული ხასიათი და გაგრძელდება იქამდე სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა !
ყველა საქართველოს მოქალაქეს პირდაპირ ვალდებულებად მიგვაჩნია რომ 5 მარტს დავდგეთ ერთად, დავანახოთ და გავაგებინოთ საქართველოს ეკონომიკურ გუნდს, რომ აქციზზე ფასის მატება ურტყავს ყველას როგორც ავტომფლობელს ისე რიგით მოქალაქეს !
მაგალითად საწვავზე აქციზის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასის ზრდაზე როგორიც არის თუნდაც პური და ეს იანვრის თვეში უკვე აისახა მოსახლეობაზე პროდუქტზე მომატებული ფასებით, რომლის კვლევის შედეგებიც ასეთია :
[ საქსტატის მონაცემებით, ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე - 7.2% ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 6.2%,-ით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 4.2%. ბოსტნეული და ბაღჩეული 22,4 %-ით გაძვირდა, ხილზე ფასმა 8,9 %,-ით მოიმატა, რძე, ყველი , კვერცხი, ასევე ზეთი და ცხიმი კი 3,1 %,-ით გაძვირდა. თევზეული 2,8 %,-ით, ხორცისა და ხორცის პროდუქტები კი 2,5 %,-ით]
[ხორცი გაძვირდა. ბაზარში ამბობენ, რომ ფასი 2-3 ლარითაა მომატებული. თუ ადრე კილოგრამის შეძენა 10-11 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა ფასი 13-14 ლარია.]
[დაახლოებით 5 თვეში მოსახლეობას გაზის ტარიფი გაუძვირდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი თეთრით მოიმატებს გადასახადი. ფაქტია, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით "გაზპრომთან" ხელისუფლების წარუმატებლობის საზღაურს - გაძვირების სახით, მოსახლეობა გადაიხდის. სპეციალისტების არ გამორიცხავენ, რომ გაზის ტარიფის ზრდას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვეს, რამდენადაც ეს სოციალურ ფონს ქვეყანაში მკვეთრად გააუარესებს.]
* აქცია თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური პარტიებისა თუ მოთხოვნებისგან ! აქციის ორგანიზატორებს წარმოვადგენთ ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანებული რიგითი მოქალაქეები და არა რომელიმე კონკრეტული ძალა ან ორგანიზაცია !
ყველას გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ივენთი, უთხარით ყველას ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ავტომოყვარულებს, გაავრცელეთ ავტო კლუბებში, ავტო ფეიჯებზე, ჯგუფებში, საიტებზე რავი ყველგან სადაც ხელი მიგიწვდებათ !
ვთანხმდებით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება? ვთანხმდებით რომ რაღაც უნდა შეიცვალოს? ვთანხმდებით რომ სახლში ჯდომით არაფერი შიცვლება? 5 მარტს, 13 საათზე გელოდებით ვარდების მოედანზე !
თბილისის აქციის ივენთი :
https://www.facebook.com/events/308645772865840/ქუთაისის აქციის ივენთი:
https://www.facebook.com/events/1861866224098353/საორგანიზაციო ჯგუფი Facebook-ზე:
https://www.facebook.com/groups/1144432075641476/?fref=tsპეტიცია:
https://manifest.ge/mobile/item/1279სტატია ფორტუნაზე:
http://fortuna.ge/sawvavis-fasebis-zrdas-v...gaaprotesteben/ This post has been edited by mamuka92 on 22 Feb 2017, 02:27