ლოლ რა დონეზე აყლევებენ ხალხს პროსტა

ვისაც გაინტერესებთ რაზეა საუბარი და ტექნიკურ დეტალებში ვერ ერკვევით იმათთვის:
ბლოკჩეინი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული კონცეპტია, ამაში ორი აზრი არაა. მაგრამ რისთვისაც ესენი ბლოკჩეინს იყენებენ, არის მიახლოებით ექვივალენტური შემდეგი რაღაცის:
- წვერის საპარსი, რომელიც თერმობირთვული რეაქტორზე მუშაობს.
- აბრამსის ტანკი, გუთან-გამობმული, გადაკეთებული ყანის მოსათოხნად.
- ტყვიაგაუმტარი საბურავები ველოსიპედისთვის.
- 42 სანტიმეტრიანი დიაგონალის ეკრანის მქონე მობილური ტელეფონი.
არა, ზემოთჩამოთვლილი იდეების განხორციელება განა შეუძლებელია. განა დიდი შრომა და ტალანტი არ არის საჭირო მათ შესაქმნელად. უბრალოდ, მათი გაკეთება და გასაღება როგორც პრაკტიკული დანიშნულების პროდუქტი - არის
სასაცილო.
მე რამდენადაც ვიცი, ამ სასიქადულო "პროექტს" აკეთებს იგივე კომპანია, რომელიც დაფინანსდა თანაინვესტირების ფონდიდან და რომელმაც ბიტკოინების მაინინგ-ფარმი გააკეთა გლდანში, სადა უფასოდ ეჩუქნა მიწა და გათავისუფლდა გადასახადებისგან, მაშინ როცა არანაირ დოვლათს არ ქმნის ქვეყანაში და დღეში აქვს რამდენიმე ასეული ათასი დოლარი მოგება (დღეში!). ასეთი
პარაზიტი კომპანია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან!
ეხლა ამავე კომპანიას, რომელიც ორი აზრი არაა სავარაუდოდ რომელიმე მთავრობის მაღალჩინოსნისაა (გამიგია ივანიშვილისააო, არ ვიცი), დაუკვეთეს ეს პროექტი. თერმობირთვულ რეაქტორზე მომუშავე წვერის საპარსი

თუ ამ თემაში შემოვა ადამიანი, რომელიც ამ პროექტს ახლოდან იცნობს,
გთხოვთ გვიპასუხოთ ჩვენ - ადამიანებს რომლებსაც მეტნაკლებად გვესმის რა არის ბლოკჩეინი:
- როგორ გგონიათ, რატომ არის საქართველო "ერთერთი პირველი მსოფლიოში" რომელიც ამას აკეთებს ბლოკჩეინზე? ანუ ამერიკას, ისრაელს, გერმანიას, სკანდინავიის ქვეყნებს რატომ "არ მოაფიქრდათ" ან "არ დასჭირდათ" ასეთი რამის გაკეთება აქამდე? რაში ვყოფილვართ "მსოფლიოში პირველი" რომ ამაში ვიყოთ? საუბარია ძალიან მაღალტექნოლოგიურ IT გადაწყვეტილებაზე, ეს არ არის სტუდენტური სტარტაფის სახალისო "გამოგონება". და ესეთი რამე საქართველოსნაირ ქვეყანას "გაუვარდეს" სხვა რო არაფერი - ცოტა საეჭვო ელფერს იძენს...
- კონკრეტულად რა ტიპის ბლოკჩეინ სისტემაზეა საუბარი? მაგალითად Ethereum პროექტის ფარგლებში ხდება ამის იმპლემენტაცია, თუ "საკუთარი" ბორბალი გამოიგონეს პროექტისთვის?
- გასაგებია რომ ეს არ/ვერ იქნება პაბლიქ ბლოკჩეინი. ეს იქნება სავარაუდოდ სრულად private ბლოკჩეინი, ერთი ინსტიტუციის მიერ მართული და როგორც ვიდეოშია ნახსენები ამ შემთხვევაში, უბრალოდ დაა-mirror-ებს ცენტრალიზებულ ბაზას.
დამისახელეთ თუნდაც
ერთი ბენეფიტი, რაც ამ სისტემის private ბლოკჩეინზე გადატანას (მითუმეტეს რაიმე ფორმით და-mirror-ებას) მოაქვს???
ერთადერთი რასაც იტყვით - ეს არის გაზრდილი უსაფრთხოება, ხომ ასეა? ჯერ ერთი - რა პრობლემა აქვს ტრადიციულ ცენტრალიზებულ ბაზას, რომელსაც შესაბამისი უსაფრთხოება და redundancy აწყობილი აქვს? როგორ ბაზებში ინახება მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის, საიდუმლო სახელმწიფო სამსახურების, მეგა-კორპორაციების, პრივატული ტრანზაქციული მონაცემები? ამის გადატანა private ბოლოკჩეინზე რომ თეორიულ შეტევის ვექტორს უბრალოდ ცვლის, მაგრამ
საფრთხეს არც ერთი პროცენტით არ ამცირებს, ამ მარტივ ჭეშმარიტებას არ აღიარებთ??
რა აზრი აქვს ამხელა პროექტის გაკეთებას, თუ მისი რეალური ხელშესახები სარგებელი არის
აბსოლუტური ნული??გთხოვთ გაგვცეთ არგუმენტირებული, ტექნიკურად დასაბუთებული პასუხი, და არა მასის დასაბოლებელი სარეკლამო სლოგანი:
"უმფრო სწრაფია, უმფრო დაცულია, და ისა კიდო - უმფრო მაგადია!" This post has been edited by Davidex on 27 Feb 2017, 18:41