#49995485 · 23 Feb 2017, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
WesterYou
| QUOTE | | თქვენ როგორ ფიქრობთ? |
მზა რეცეპტი არამგონია არსებობდეს  ისე კი რეფორმირების შესაძლო მიმართულებების განხილვა კი შეიძლება. | QUOTE | | გადასახადების დაწევა |
ჩვენთან სოციალური გადასახადი არ არსებობს, გაუნაწილებელი მოგების გადასახადიც გაუქმდა. რომელი გადასახადი უნდა დავწიოთ და რამდენით?
ჩვენთან ბევრი სფერო სრულიად დელეგირებულია და ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ხშირად შედეგად სრულ სტაგნაციას ვიღებთ. მაგალითად ავიღოთ, ტაქსი. ავტომობილის წესრიგში ყოფნა არ მოითხოვება, მძღოლის კვალიფიკაცია და გზების ცოდნა არ მოითხოვება, კერძო ტაქსები გადასახადებს არ იხდიან და შედეგი რა გვაქვს?
| QUOTE | | სოციალური ხარჯების საზოგადოების ღარიბ ფენაზე მობილიზება (იმ ნაწილზე, რომელიც ვერ იცხოვრებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე), |
საქართველოს მოსახლეობის ბევრად დიდი ნაწილია ღარიბი, ვიდრე ის, ვინც სახელმწიფოს გარეშე ვერ იცხოვრებს. როგორც მივხვდი, ლაპარაკია ამ უკანაკნელი კატეგორიის ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფაზე, რაც ცხადია საკმაოდ ეფექტური იქნებოდა ეკონომიკური განვითარების კუთხით, თუმცა აქ რაიმე კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს ბევრი ხმის დაკარგვას ნიშნავს.
| QUOTE | | სახელმწიფოს მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება |
ამას უნდა დავამატოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ეფექტიანობის ზრდაც. თუმცა ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების მხრიდან ძლიერი ზეწოლის გარეშე მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ცხადია ზეწოლაში არ იგულისხმება, ის რაც ეხლა ოპოზიციის მხრიდან გვაქვს სახეზე.
| QUOTE | | მეტი თანხა ლობისტურ კომპანიებს, ინვესტორებთან მათხოვრობა. |
ინვესტორებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქ გვავიწყდება რომ მასზე უფრო ეეფქტური შიდა ინვესტირებაა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უცხოელი ინვესტორების მიერ მიღებული მოგების ბევრად მეტი ნაწილი გადის ქვეყნის გარეთ, ვიდრე შიდა ინვესტორების მოგების.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენდა გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმება, პირველ რიგში შიდა საინვესტიციო პოტენციალის ზრდის კუთხით. შემდეგი ნაბიჯი ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაბნვითარება და დანაზოგების ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებია.
| QUOTE | | და რაც მთავარია პროფესიონალების დაფასება. აქ ვგულისხმობ იმას რომ ვინც ამ ქვეყნის ეკონომიკას წარმართავს უნდა ჰქონდეს რაღაც პრინციპული ხედვა და არა მარჩიელობა ამ ყველაფერზე. |
ეკონომიკა პოლიტიკისგან ვერ იმიჯნება ხოლმე, ამიტომ მხოლოდ ეკონომიკური ხედვები საკმარისი არაა ანუ ასევე საჭიროა ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც ჯანსაღი ეკონომიკური ხედვების რეალიზაცია იქნება შესაძლებელი.
|