მოსამართლეები ბრაკონიერების მხარეს - სრული ჟურნალისტური გამოძიება ბმულზე -
http://www.ifact.ge/nadiroba/FEBRUARY 22ND, 2017 ცირა გვასალია ახალი ამბავი, გარემოს დაცვა 2745
მოსამართლეები ბრაკონიერების მიმართ სიტყვიერი შენიშვნით და ადმინისტარციული სასჯელისგან გათავისუფლებით შემოიფარგლებიან მაშინაც კი, როცა გარემოსთვის მიყენებული ზიანი ნათელია და სასჯელის უმკაცრეს ზომას მოითხოვს.
უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევაში კანონის უმკაცრესი ზომა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ორი წლით პატიმრობას და დამატებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.
ყოველ წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევები იმატებს. გარემოსდაცვით დანაშაულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები ჯერ პოლიციას აწვდიან, შემდეგ საქმეები განსახილველად სასამართლოში მიდის.
“აი, ფაქტმა” გამოითხოვა დოკუმენტები საქართველოს სასამართლოების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხილული ნადირობის და თევზჭერის საქმეების შესახებ. გამოთხოვნილი დადგენილებებიდან და განაჩენებიდან ჩანს, რომ მოსამართლეები ბრაკონიერებს კანონის მთელი სიმკაცრით არ სჯიან.
სისხლის სამართლის საქმეები ყოველთვის საპროცესო შეთანხმებით მთავრდება და არც ერთი ბრაკონიერი ციხეში არ მიდის იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოს კანონმდებლობით დაცულ წითელი ნუსხის სახეობის ცხოველს კლავს.
საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი 390 განაჩენისა თუ დადგენილების ანალიზის საფუძველზე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
— გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც საქმეს სასამართლოს გადასცემს, ხშირად პროცესზე არ ცხადდება;
— მონადირეები “აღიარებენ” დანაშაულს და ეს მათთვის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება, რაც მათი ადმინისტრაციული დანაშაულისგან გათავისუფლების მიზეზი ხდება;
— ათეულობით შემთხვევებში, მონადირეებს იარაღს უბრუნებენ მაშინაც კი, როცა უკანონო ნადირობა სახეზეა;
— მონადირეები ხშირად დაურეგისტრირებელი იარაღით ნადირობენ;
— უმეტესად მონადირეებს მოსაკრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ;
— სასამართლოების მიერ ნადირობასთან და თევაზაობასთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილებები ერთმანეთს ჰგავს და ცოტა ინფორმაციას შეიცავს კონკრეტულ სამართალდღარღვევაზე – ძირითადი ნაწილი კანონმდებლობის ზოგად მიმოხილვას ეხება და საქმის შინაარსობრივ ნაწილს ერთი ან ორი მოკლე აბზაცი ეძღვნება;
— ასეულობით შემთხვევაში მონადირეები თუ მეთევზეები თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა ეძლევათ.მსუბუქი სასჯელი წითელი ნუსხის ცხოველის მოკვლისთვის
საქართველოს ეროვნულ წითელ ნუსხაში შემავალ ცხოველებზე ნადირობა, როგორც დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ხუთი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს და ამათგან მოსამართლეებს ციხეში არც ერთი ბრაკონიერი არ გაუშვიათ.
ხუთიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკისრა მოსამართლემ ბრაკონიერს ფულადი ჯარიმა და დანარჩენ ოთხ შემთხვევაში პირობითი სასჯელით დაკმაყოფილდა.
This post has been edited by caucasica on 23 Feb 2017, 09:10